ავტორიზაცია
ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაული
Media Key
07 ივლ. 2022
12-14

Warner Bros. Pictures-ის მიერ შექმნილი ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული არის ჯ.კ როულინგის ჯადოქრულ სამყაროში ხუთი თავგადასავლიდან მეორე ნაწილი. პირველი ფილმის დასასრულს ძლიერი ბნელი ჯადოქარი გელერტ გრინდელვალდი AYT-მა (ამერიკული მაგიის კონგრესი) სკამანდერის დახმარებით შეიპყრო, მაგრამ გრინდელვალდი გაიქცა და დაიწყო მხარდამჭერთა ჯგუფის შეკრება, რომელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს მის ნამდვილ ზრახვებზე: სუფთა სისხლის ჯადოქრების აღზრდა ყველა არაჯადოქარზე მმართველობისთვის.

იმისთვის, რომ სკამანდერი გაუმკლავდეს გრინდელვალდს მას დახმარებას ალბუს დამბულდორი სთავაზობს, მაგრამ მან არ იცის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ჯადოქრების სამყარო სულ უფრო და უფრო იყოფა და შესაბამისად დიდ მნიშვნელობას იძენს სიყვარული და მეგობრობა.

საინტერესო ინფორმაცია:

ფილმი ვითარდება 20-ში საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მასში მოცემულია ბევრი რაოდენობით ცნობები ომის შესახებ. სერიების მეორე ნაწილი უფრო სერიოზულია, ვიდრე მისი პირველი ნაწილი. მოქმედებები კვლავ ჩვენთვის ნაცნობი ჰარი პოტერის სამყაროში ვითარდება და ჩვენ კვლავ გვეძლევა საშუალება ვნახოთ ჰოგვორტსის სკოლა, ქვიდიჩის თამაში და ასევე საგაკვეთილო პროცესები, რომელსაც ალბუს დამბულდორი და მინერვა მაგგონაგალი უძღვებიან.

ფილმში ჩვენ კიდევ რამდენიმე ახალ არსებას ვხვდებით. ფილმში განსაკუთრებით ხაზგასმულია ნდობა, უთანასწორობა, სისხლის კავშირები და მეგობრობის მნიშვნელობა.

ფილმის ბოროტმოქმედი გრინდევალდი ავრცელებს მაგლების წინააღმდეგ პროპაგანდას და სხვა ჯადოქრებს არწმუნებს, რომ მაგლები არიან არასრულფასოვნები.

კითხვები დისკუსიისთვის:

როგორია ფილმის პერსონაჟების ისტორიები? რა გზებით იბრძვიან ისინი საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის?

თქვენი აზრით, რატომ კრძალავს კანონი მაგლებისა და ჯადოქრების ქორწილს? რა მნიშვნელობა აქვს ამ კანონს ფილმის პერსონაჟებისთვის?

ფილმში გვეუბნებიან, რომ საჭიროა ერთ-ერთი მხარის არჩევა და ნეიტრალური სიჩუმე არ არის საკმარისი. თქვენი აზრით სწორია ეს დამოკიდებულება?

რატომ არის გრინდევალდი წარმატებული? რა თვისებებით გამოირჩევა ის?

რომელი სცენები გახსენებთ ჰარი პოტერის ფილმებს? რომელია თქვენი საყვარელი სცენა?

თქვენი აზრით რა არის ამ ფილმის მთავარი გზავნილი?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტი გვაძლევს ფანტაზიის გამდიდრების საშულებასა და გვასწავლის თანამშრომლობის მნიშვნელობას.