ავტორიზაცია
ჯადოსნური ცხოველები: დამბულდორის საიდუმლოებები
Media Key
07 ივლ. 2022
15-18

პროფესორმა ალბუს დამბლდორმა იცის, რომ ძლიერი ბნელი ჯადოქარი გელერტ გრინდელვალდი გეგმავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ჯადოქრების სამყაროში.

ალბუსი ხვდება, რომ ის ვერ შეაჩერებს ამას დამოუკიდებლად და საშუალებას აძლევს სკამანდერს ხელმძღვანელობდეს ჯადოქრებისა და ერთი მამაცი მაგლის მცხობელის უშიშარ ჯგუფს სახიფათო მისიაზე, სადაც ისინი დაუპირისპირდებიან გრინდელვალდის მზარდ მიმდევრებს.

საინტერესო ინფორმაცია:

ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილი აგრძელებს ფილმის პირველი ნაწილის ხაზს. რა თქმა უნდა ფილმში კვლავ ჩნდებიან ჯადოსნური ცხოველები, რომელიც ფილმს სიმსუბუქეს სძენენ, მაგრამ ცენტრალური თემები მაინც სერიოზულია და ნათლად არის მოცემული მინიშნებები მეორე მსოფლიო ომზე. აქედან გამომდინარე, ფილმი შეიძლება დამთრგუნველი ჩანდეს. ფილმში მოცემული რამდენიმე სასტიკი სცენა, შესაბამისად ახალგაზრდა მაყურებლისთვის ის შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს.

ბოროტი ჯადოქარი გრინდევალდი მაგლებს (არაჯადოსნურ ადამიანებს) მიიჩნევს არასრულფასოვნად და ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება ჯადოქრების სამყაროზე. მას ებრძვის ალბულ დამბულდორი, რომელსაც გუნდში ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მცხობელი მაგლიც ყავს.

ფილმში მოცემულია მრავალფეროვანი პერსონაჟები, თუმცა მათი უმეტესობა მაინც მამაკაცია. გარდა რასობრივი ტოლერანტობისა, ფილმი ასევე ხაზს უსვამს სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნებასა და მიმღებლობას, როდესაც დამბულდორი ხმამაღლა იტყვის, რომ მას ახალგაზრდობაში გრინდევალდი უყვარდა, თუმცა ფილმში არ არის მოცემული ჰომოსექსუალური სცენები, მათ შორის არც კოცნის.

კითხვები დისკუსიისთვის:

ალბუს დამბლდორი და გელერტ გრინდელვალდი ახალგაზრდობაში შეყვარებულები იყვნენ. რატომ დაშორდნენ ისინი? და რატომ გახდა ერთი ბოროტი და მეორე კეთილი?

შეამჩნიეთ, რომ გრინდევალდის როლს ამჯერად ჯონი დეპის მაგივრად მიკელსენი ასრულებს? როგორია მიკელსენი გრინდევალდის პერსონაჟის როლში დეპთან შედარებით?

როგორია სკამანდერის დამოკიდებულება ბუნებისა და ჯადოსნური ცხოველების მიმართ?

როგორ გრძნობს თავს კოვალსკი ჯადოქრების სამყაროში?

თქვენი აზრითმ რატომ მისცა დამბულდორმა კოვალსკის ჯადოსნური ჯოხი?

როგორ ფიქრობთ, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი? რატომ?

თქვენი აზრით, რატომ სთხოვა დამბულდორმა ჯადოსნურ არსებას არჩევანის სხვაზე გაკეთება?

რატომ დაიმსხვრა გრინდელვალდისა და დამბულდორის ფიცი?

დაფიქრდით, რამდენად მარტივია არასწორი ან არასრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებით ხალხის მანიპულაცია. ფილმის რომელი პერსონაჟი და როგორ გახდა ამ მანიპულაციის მსხპერპლი?

რა კავშირი დაინახეთ ჰარი პოტერის ფილმების, წიგნებსა და ჯადოსნური ცხოველების ფილმს შორის?

რა მსგავსებას ხედავთ ფილმში უკრაინის ომთან? რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტი უპირისპირდება ჰომოფობიას და საშუალებას გვაძლევს კარგი მისაბაძი მაგალითებით და ინტერტექსტუალური შინაარსით გავიმდიდროთ ფანტაზია.