
მოკლე სიუჟეტი
ანიმაციური, სატირული მოკლემეტრაჟიანი 3D ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც სამყაროს მხოლოდ ტელეფონის მონიტორიდან ხედავს. ანიმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობისა და სოციალური მედიით გატაცების იუმორისტულ და კრიტიკულ პერსპექტივას გვთავაზობს.
კითხვები დისკუსიისთვის
ფილმი დახუნძლულია სხვადასხვა მეტაფორებით, რამდენის დაიდენტიფიცირება შეგიძლიათ? განიხილეთ მათი მნიშვნელობა და აზრობრივი დატვირთვა.
როგორ ფიქრობთ, რა სიმბოლიკას ატარებს საბელი, რომელიც ბიჭზე არის მიბმული?
თქვენი აზრით, ახდენს თუ არა გავლენას სოციალური მედია, ონლაინ სივრცე და ციფრული სამყარო რეალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე? განმარტეთ რატომ.
ფილმში განხილული საგულისხმო თემები
ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, რეალობა vs ვირტუალური გარემო და სხვა.
თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


