
მოკლე სიუჟეტი
ფილმი მოგვითხრობს ჯონ კიტინგზე, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც არატრადიციული მეთოდებით ასწავლის 1959 წლის, ინგლისის მკაცრ პანსიონში. კიტინგი მისი განსხვავებული სწავლების მიდგომით, მოსწავლეებს შთააგონებს მრავალი მიმართულებით, რაც სასკოლო საზოგადოებისა და მშობლების ყურადღებას იპყრობს.
კითხვები დისკუსიისთვის
“Carpe Diem - დაიჭირე წამი”: კიტინგი მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ თავიანთი ცხოვრება „არაჩვეულებრივი“ აქციონ. რას ნიშნავს თქვენთვის „არაჩვეულებრივი“ ცხოვრება? რას ნიშნავს “დაიჭირო წამი”? თქვენი აზრით, მიღწევადია ასეთი ცხოვრება? თუ არა, განმარტეთ, რატომ? თუ კი, განმარტეთ, როგორ?
ფილმის დასასრულს ისმის შემდეგი: ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! - უოლტ უიტმენის პოემა. განმარტეთ ამ სცენის მნიშვნელობა და დატვირთვა, ვინ არის კაპიტანი? რას წარმოადგენს ის მოსწავლეებისთვის?
ფილმის ჭრილში, მოსწავლეთა განვითარების თვალსაზრისით, განიხილეთ შემდეგი ამონარიდი უილიამ ჰენლის პოემიდან “Invictus” - “ჩემი ხვედრის დიდოსტატი ვარ და, პატრონი ვარ ჩემი სულის”.
ფილმში განხილული საგულისხმო თემები
იდენტობა, ინდივიდუალიზმი, ავთენტურობა, მენტორობის როლი, კონფორმიზმი, აჯანყება, პოეზიისა და განათლების ძალა და სხვა.
თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


