წითელი ბუშტი (1956, მოკლემეტრაჟიანი)

04 ივნ. 2026
4-8
მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს პარიზელი ბიჭის ცხოვრებიდან ერთი დღის შესახებ, რომელიც სკოლაში მიმავალ გზაზე წითელ ჰელიუმის ბუშტს იპოვის.
კითხვები დისკუსიისთვის:
თქვენი აზრით, როგორ ვიგებთ ამბის შინაარსს, მაშინ, როდესაც პერსონაჟებს შორის თითქმის არ დგება ვერბალური კომუნიკაცია?
თქვენი აზრით, რა დატვირთვა, მნიშვნელობა და სიღრმე აქვს ფილმში წარმოდგენილ ბუშტს?
ამბის აღქმის და შეცნობის კუთხით, თქვენი აზრით რა დატვირთვა აქვს ფერებსა და მოძრაობას?
ფილმში განხილული საგულისხმო თემები: უმანკოება, წარმოსახვითი უნარი, მეგობრობა, სიმარტოვე, ინდივიდუალიზმი, კომფორმიზმი, იმედი და სხვა.
თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


