მოჩვენებებით გატაცებულნი (2001)

04 ივნ. 2026
12-14
მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, სახელად ჩიჰირო, რომელიც თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შორეულ სოფელში გადადის. ცნობისმოყვარე ჩიჰიროს თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც ის პოულობს გვირაბს, რომლის მეორე მხარეს განსხვავებული, იდუმალებით სავსე სამყაროა.
კითხვები დისკუსიისთვის:
ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი და რატომ?
როგორ იცვლება მთავარი პერსონაჟი ფილმის განმავლობაში და რა არის ამ ცვლილებების ბიძგი/მამოტივირებელი?
თქვენი აზრით, როგორი დასასრული აქვს ამ ამბავს? განმარტეთ თქვენი პასუხი მაგალითებით.
ფილმში განხილული საგულისხმო თემები: იდენტობა, შიშების დაძლევა, პასუხისმგებლობა, შრომა, თვითშეცნობა, გარემოს დაცვა, მეგობრობა და სხვა.
თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


