ხელშეუხებელნი (2011)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ფრანგული კომედიური დრამა ეფუძნება რეალურ ისტორიას მდიდარი, პარალიზებული არისტოკრატის, ფილიპისა და კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა მამაკაცის, დრისის შესახებ. ფილიპი დრისს საკუთარ მომვლელად ქირაობს. სიბრალულის ნაცვლად, დრისი მას ჩვეულებრივ, სრულფასოვან ადამიანად აღიქვამს, ამ არატრადიციული და გულწრფელი მიდგომით კი ფილიპი ცხოვრების ხალისს ხელახლა აღმოაჩენს.

 

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

თქვენი აზრით, რატომ ირჩევს ფილიპი დრისს, მიუხედავად მისი კვალიფიკაციის ნაკლებობისა და საწყისი აპათიისა?

როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს ფილიპი დრისის სოციალური და პროფესიული ტრაექტორიის ჩამოყალიბებაში? ასევე, როგორ იცვლება ფილიპის ცხოვრება დრისის განსხვავებული მიდგომის შედეგად?

გააანალიზეთ კონტრასტი მათ საცხოვრებელ გარემოებებს შორის (სასახლე vs. გარეუბანი) და ის, თუ როგორ აყალიბებს ეს მათ მსოფლმხედველობას.

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: ავთენტურობა, კლასობრივი და რასობრივი ბარიერების დაძლევა, სიხარულის და ადამიანურობის ძიება, ურთიერთდამოკიდებულება, მოულდნელი მეგობრობა, კავშირი და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

 

See Also