თავისუფლების მწერლები (2007)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს შთამაგონებელი მასწავლებლის - ერინ გრუელის შესახებ. სიუჟეტი ვითარდება 1994 წელს, კალიფორნიის  ქალაქ ლონგ ბიჩში. გრუელი თავის იმედგაცრუებულ, რისკის ქვეშ მყოფ და რასობრივად დაყოფილ მოსწავლეებს შთააგონებს, რომ დაძლიონ ჯგუფური ძალადობა და ცრურწმენები. დღიურის წერის კულტურის დანერგვით, ის ეხმარება მოსწავლეებს რომ საკუთარი ხმა იპოვონ და განაგრძონ განათლება.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

დაახასიათეთ და განიხილეთ ფილმის დასაწყისში მოსწავლეების ემოციური მდგომარეობა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და სკოლისადმი მიდგომა.

როგორ ცვლის დღიურებში წერის კულტურის დანერგვა მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ თავებზე და მათ გარშემო მყოფების შესახებ? როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია გრუელმა სწორედ ეს მეთოდი?

როგორ ფიქრობთ, რატომ არის სკოლის ადმინისტრაცია სკეპტიკურად განწყობილი გრუელის მიმართ და რა ხდის მის მეთოდებს ეფექტურსრისკის ჯგუფისმოსწავლეებისთვის?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: სოციალურ-ემოციური ზრდა, იდენტობა, ძალადობის გავლენა, განათლების, წერის,  ლიტერატურის ძალა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

 

See Also