ადამსების ოჯახი 2
Media Key
03 ივნ. 2022
4-8

იმისთვის, რომ ადამსების ოჯახის წევრებმა ოჯახური კავშირები გაამყარონ, ისინი მიემგზავრებიან „უბედურ“ ოჯახურ მოგზაურობაში. ამერიკაში მოგზაურობისას ისინი ესტუმრებიან ცნობილ ატრაქციონებს და შემთხვევით გადაეყრებიან თავიანთ ბიძაშვილსა და „საეჭვო გამომგონებელს“.

 

 

საინტერესო ინფორმაცია:

„ადამსების ოჯახი 2“, არის ფილმი სიმპატიურ მონსტრებზე, რომლებიც მაყურებლებს სთავაზობენ მხიარულ „მონსტრულ“ იუმორს. ფილმი სახალისოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის - ახალგაზრდა მაყურებლისთვის გასართობია მონსტრების იუმორი, ხოლო უფროსი ასაკის წარმომადგენელმა შესაძლოა დაინახოს ფილმის ინტერტექსტუალური ხასიათი და ამოიცნოს საშინელებათა ფილმების ნაცნობი ელემენტები.

ფილმში მოცემულია მონსტრების ჯგუფის კომიკური თამაშები. ადამსების სამყაროში ყველაფერი უცნაურია და ბევრი რამ არ ემორჩილება ბუნებისა ან ფიზიკის კანონებს. ფილმში, გარდა იუმორისა, ასევე ხაზგასმულია მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობა - ადამსების ოჯახში, მშობლები არაფრით გამოირჩევიან ჩვეულებრივი დედისა და მამისგან, გარდა გარეგნობისა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოცემულია საშინელებათა ფილმებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები, ის მაინც თავისებურად მრავალფეროვანია. ადამსების ოჯახში ყველა თავისებური და განსხვავებულია - ოჯახის ყველა წევრს აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები და ადამსების ოჯახი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ მთელი ოჯახი ერთად იმოქმედებს. ფილმი შეგვახსენებს, რომ ოჯახი შედგება სხვადასხვა ნაწილისგან და იმისთვის, რომ ის მთელი გახდეს, მნიშვნელოვანია მისი ყოველი წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ასახულია მონსტრების სამყარო, მისი ყურება მშობლების თანხლებით, არ არის საზიანო ახალგაზრდა მაყურებლისთვის, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის უკვე ნაცნობია ვამპირები და სხვა მონსტრები. ფილმი მიყვება ერთ ხაზს და შესაბამისად, ახალგაზრდა მაყურებელს არ უჭირს მისი გაგება.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

ადამსების ოჯახი დაფუძნებულია საშინელებათა სხვადასხვა ფილმის პერსონაჟებზე. როგორ ფიქრობთ, არის ფილმში რომელიმე საშინელი პასაჟი ან პერსონაჟი?

რა ხდის მონსტრის პერსონაჟებს ნაკლებად საშიშს?

როგორია ადამსების ოჯახი?

რა არის ოჯახის ძლიერი მხარეები?

რა ძლიერი მხარეები აქვს თქვენს ოჯახს?

რა გასწავლათ ამ ფილმმა?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული და მასში მოცემულია კარგი ურთიერთქმედების მაგალითები. ასევე, ის გვაძლევს საშუალებას გავიმდიდროთ ფანტაზია, ვისწავლოთ ეფექტური თანამშრომლობა და მივიღოთ წარმატების მიღწევის გამოცდილება. ფილმი ინტერტექსტუალურია და ხაზს უსვამს ადამიანთა მრავალფეროვნებას.

See Also