მეფე ლომი
Media Key
03 ივნ. 2022
4-8
9-11

დისნეი წარმოგიდგენთ რეჟისორ ჯონ ფავროს „მეფე ლომის“ ახალ ვერსიას, რომელშიც მოქმედებები აფრიკის სავანაში მიმდინარეობს, სადაც ახლახან მომავალი მეფე  დაიბადა. სიმბა აღფრთოვანებულია მამამისით, მეფე მუფასით და სერიოზულად ეკიდება საკუთარ სამეფო მოვალეობებს. მუფასას ძმის, სკარის საქციელებით გამოწვეული ტრაგედია სიმბას აიძულებს დანაშაულის გრძნობით დატოვოს სამეფო. დეპორტაციაში მყოფი სიმბა ახალ მეგობრებს გაიცნობს, რომლებიც ეხმარებიან მას სამეფოს დაბრუნებაში.

საინტერესო ინფორმაცია:

დისნეის კლასიკური ანიმაციის "ცოცხალი" რეინტერპრეტაცია მიმდინარეობს ბუნების დოკუმენტური ფილმების პეიზაჟებში, მაგრამ სიუჟეტი და მუსიკალური ნომრები იგივეა, რაც ორიგინალურ ანიმაციაში., . ფილმი გადაღებულია cgi ტექნოლოგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველები კვლავ ანიმირებულია, მაგრამ ისინი საკმაოდ რეალურად გამოიყურებიან.

მეფე ლომი არის ძალაუფლების ლტოლვის, დანაშაულის, მემკვიდრეობისა და თვითგანვითარების ისტორია. სიმბა ბავშვობაში კარგავს მამას საბედისწერო შემთხვევის გამო, რომელიც მოაწყო ეჭვიანმა და ძალაუფლების მაძიებელმა ბიძა სკარმა. სიმბას დანაშაულის გრძნობა აწუხებს, რადგან მისი აზრით, მამის სიკვდილში ის არის დამნაშავე. დანაშაულის გრძნობის გამო ის სახლიდან მიდის, იზრდება, სწავლობს, მეგობრობას. სიმბას ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად თვითონ არის, თუმცა საბოლოოდ მაინც თავადვე მიაჩნია, რომ იმსახურებს მეფის ადგილს. ამ გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ნალა და სიმბას მამა მუფასა, რომელიც სიმბასთვის მისაბაძი მაგალითი ხდება.

ფილმში რამდენიმე ინტენსიური და დრამატული სცენაა, მაგალითად მუფასას სიკვდილი სიმბას თვალწინ, აფთრების ბრძოლა და ა.შ. შესაბამისად, ფილმი შესაძლებელია საშიში და დამთრგუნველი აღმოჩნდეს ახალგაზრდა მაყურებლისთვის. 

კითხვები დისკუსიისთვის:

A picture containing text

Description automatically generated
რით განსხვავდება ახალი „მეფე ლომი“ 1994 წლის „მეფე ლომის“ ანიმაციისგან? როგორ ფიქრობთ, ორივე ვერსია შესაფერისია ერთი და იმავე ასაკის მაყურებლისთვის?

A picture containing text

Description automatically generated
რატომ თვლის სიმბა, რომ ის არის დამნაშავე მამის სიკვდილში? როგორ მოქმედებს დანაშაულის გრძნობა მის ცხოვრებაზე?

A picture containing text

Description automatically generated
როგორი მხარდაჭერა დასჭირდებოდა მას მამის გარდაცვალების გამო?

A picture containing text

Description automatically generated
როგორ შეაფასებდით სკარის ქცევას? რატომ უნდა მას ძმისა და ძმისშვილის მოშორება? რომელ ისტორიულ მომენტებს დაუკავშირებდით ამ სიტუაციას?

A picture containing text

Description automatically generated
რა მნიშვნელობა აქვს ძალაუფლებას? ვინ უნდა იყოს ძალაუფლებაში?

A picture containing text

Description automatically generated
როგორ (რით) განსხვავდება მუფასასა და სკარის ძალაუფლებაში ყოფნა?

A picture containing text

Description automatically generated
რით გვანან და განსხვავდებიან სიმბა და მუფასა ერთმანეთისგან?

A picture containing text

Description automatically generated
სიმბას მეგობრები ტიმონი და პუმბა ასწავლიან გამონათქვამს - "ჰაკუნა მატატა" ანუ "არ ინერვიულო". მეგობრებს ასევე, სჯერათ, რომ მათი ქმედებები სხვებზე არ მოქმედებს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

A picture containing text

Description automatically generated
როგორი პერსონაჟია ნალა ფილმში? რა მნიშვნელობა აქვს მას სიმბას ცხოვრების განვითარებაში? სად იქნებოდა სიმბა, რომ არა მისი მეგობრები ნალა, პუმბა და ტიმონი?

A picture containing text

Description automatically generated
რას გვასწავლის ფილმი ცხოვრების ციკლზე?

A picture containing text

Description automatically generated
მუფასას - მამის გზავნილი ზრდასრული სიმბასთვის არის "გახსოვდეს ვინ ხარ". რას გულისხმობს ის ამაში? რა გავლენას ახდენს შეტყობინება სიმბაზე?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია წარმატების გამოცდილება და კარგი, მისაბაძი მაგალითები.

See Also