ფრედ კლაუსი
Media Key
06 იან. 2023
9-11
12-14

ფრედი სანტა კლაუსის უფროსი ძმაა, რომელსაც ცხოვრებაში მის უმცროს ძმაზე ნაკლებად გაუმართლა. როდესაც მისი ძმა, ნიკ დაიბადა, ფრედ კლაუსმა პირობა დადო, რომ იქნებოდა საუკეთესო დიდი ძმა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ბიჭები გაიზარდნენ. ფრედს რაც არ უნდა გაეკეთებინა, რომ მშობლების ქება-დიდება ან სიყვარული მოეპოვებინა, ეს არასდროს იყო საკმარისი.

ციხის თავიდან აცილების მიზნით ფრედი გადაწყვეტს ჩავიდეს მის ძმასთან სტუმრად ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც გადაწყვეტს, რომ შობა მოიპაროს.

 

საინტერესო ინფორმაცია:

ფილმი აშშ-ში გამოვიდა, 2007 წლის, 9 ნოემბერს. იგი ეფუძნება პოემას "ლეგენდა სანტასა და მის ძმ ფრედზე", რომლის ავტორია დონალდ ჰენკელი.

ფრედ კლაუსი არის კომედია, რომელშიც რამდენიმე კარგი კადრი და მხიარული სცენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის დასასრული მარტივად პროგნოზირებადია, ოჯახებისთვის შესაძლოა საინტერესო საყურებელი იყოს წინასაახლწლო ან საშობაო პერიოდში.

მთავარი გზავნილი ამ ფილმიდან არის ის, რომ სამყარო არის ის, რასაც თქვენ ქმნით და რომ ეს ყველაფერი იწყება იმით, თუ რას აკეთებთ.

ფილმი, ასევე ასახავს შემდეგ ფასეულობებს: საკუთარი თავის რწმენა, გამძლეობა, სხვა ადამიანებში პოზიტივის დანახვა.

შეიძლება გსურდეთ ისაუბროთ თქვენს ოჯახთან ამ ღირებულებებზე, ასევე ოჯახის მნიშვნელობასა და იმ როლებსა და პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთის მიმართ.

მშობლებს შეუძლიათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილონ ყურადღება, როგორიცაა და-ძმების შორის მეტოქეობა, ბოროტი ქცევა, საშობაო სიხარბე და საჩუქრები.

კითხვები დისკუსიისთვის:

თქვენი აზრით, რატომ აქვთ ფრედს და ნიკს ცუდი ურთიერთობა? თქვენ როგორი ურთიერთობა გავთ თქვენს და-ძმებთან?

თქვენ, რომ უწერდეთ სანტა კლაუსს წერილს, რას სთხოვდით მას?

ფრედი ამბობს, რომ არც ერთი ბავშვი არის „ბოროტი“ და ცუდი და ყველა მათგანი იმსახურებს 1 სათამაშოს მაინც. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რატომ იყო ინსპექტორი ნაწყენი სანტა კლაუსზე? თქვენ, რომ არ მიიღოთ ის საჩუქარი, რომელსაც ელოდებით ახალ წელს, რას იგრძნობთ?

თქვენი აზრით, რატომ მოუნდა ფრედს შობის მოპარვა? სწორი იყო მისი ქცევა?

ფილმის დასასრულს ფრედი ეხმარება ნიკს საჩუქრების დარიგებაში. თქვენი აზრით რატომ? რა შეიცვალა? რა ისწავლა ფრედმა?

თქვენ რა ისწავლეთ ამ ფილმის ყურებით? მოგოწონათ ის?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული, გასართობი, მუსიკალური და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ერთგულება, ოჯახი, სიყვარული და სიკეთე.

See Also