მარტო სახლში 2
Media Key
06 იან. 2023
9-11
12-14

კევინის ისტორია გრძელდება. ფილმის პირველ ნაწილში კევინი სახლში დარჩა მარტო, ხოლო ფილმის მეორე ნაწილში კი ოჯახთან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც მამამისის საკრედიტო ბარათის გამოყენებით სასტუმროს ნომერს აიღებს და მისი თავგადასავალი დაიწყება.

 

საინტერესო ინფორმაცია:

მარტო სახლში 2 არის ბავშვზე, რომელიც თავს ინებივრებს მშობლების ფულით, სანამ შეხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც მასზე ნაკლებად ბედნიერი აღმოჩნდა და თავს დამნაშავედ გრძნობს თავის ქმედებების გამო. 

ფილმში წარმოდგენელი მტრედებიანი ქალი გამოხატავს სიღარიბეს, რომელიც ეხმარება კევინს იმის გააზრებაში, რომ მასზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

სიუჟეტი აგრძელებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ხაზგასმას, როგორიცაა სიკეთე, ოჯახის, მეგობრობის მნიშვნელობა და სიყვარული. ფილმი გვეუბნება, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენი გული და სურვილები უნდა იყოს კეთილი და წმინდა.

ფილმი ასევე გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებსაც და გვასწავლის, რომ არასდროს უნდა გადავყაროთ სხვადასხვა ნივთი სახლის სახურავიდან ან აივნიდან; უნდა დავიცვათ ჩვენი სახლი უსაფრთხოების სისტემებით, დავიცვათ ჩვენი ფული და საკრედიტო ბარათები, რომ მათი გამოყენება არ მოხდეს მარტივად დაკარგვის შემთხვევაში; ყოველთვის შევამოწმოთ კიბე, სანამ მასზე ასვლას გადავწყვეტთ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა ვისჯელოთ ადამიანებზე მხოლოდ მათ გარეგნობით, წინასწარ არასდროს ვიცით ვის უნდა ვენდოთ და ვის არა.

კითხვები დისკუსიისთვის:

როგორ იცავს თავს ძმის ბულინგისგან? სწორია კევინის ძმის საქციელი? თქვენ როგორ დაიცავდით თავს? რა იქნებოდა სწორი საქციელი?

როგორ შეაფასებდით კევინისა და მისი ოჯახის ურთიერთობას? მოგწონთ ესეთი ურთიერთობა? თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?

სწორად მოიქცა კევინი, როდესაც მარტო დარჩა უცხო ქალაქში? თქვენ, რომ აღმოჩნდეთ მარტო რომელიმე უცხო ქალაქში, როგორ მოიქცეოდით? რა იქნებოდა ყველაზე უსაფრთხო და სწორი ქცევა?

თქვენ, რომ ჩაგივარდეთ ხელში თქვენი მშობლის საბანკო ბარათი, როგორ მოიქცეოდით? სწორია ნებართვის გარეშე მშობლების ფულის გამოყენება?

თქვენი აზრით, რატომ დასჭირდათ კევინის მშობლებს ამდენი დრო მიმხვდარიყვნენ, რომ კევინი მათთან ერთად არ იყო?

რა განსხვავება და მსგავსება დაინახეთ პირველ და მეორე ფილმს შორის? რომელი უფრო მოგეწონათ და რატომ?

 

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ნდობა, მეგობრობა, ოჯახი და სიყვარული.

 

See Also