შუაღამე პარიზში (2011)
Media Key
07 აპრ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი

 

ფილმი მოგვითხრობს გილ პენდერზე, ნოსტალგიურ ჰოლივუდურ სცენარისტზე, რომელიც საცოლესთან ერთად პარიზში დასასვენებლად მიდის. ცხოვრებით იმედგაცრუებული და შთაგონების მაძიებელი გილი აღმოაჩენს, რომ ყოველ ღამე, შუაღამისას, შეუძლია 1920-იან წლებში დაბრუნება, ლიტერატურისა და ხელოვნების ისეთ გამოჩენილ პიროვნებებთან შეხვედრა, როგორც ჰემინგუეი, ფიცჯერალდი და დალი. გილი ამავდროულად, იმ ჯადოსნურ, რომანტიულ ქალაქს შეიცნობს, რომელზეც ასე ნატრობდა.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

როგორ ფიქრობთ, რატომ ნატვრობდა გილი 1920-იან წლებზე, ხოლო ადრიანამ ამჯობინამშვენიერი ეპოქა? როგორ დაახასიათებდით მათ ამ არჩევანის ფონზე?

როგორი კონტრასტია ისტორიულ ფიგურებსა (ჰემინგუეი, სტეინი, ფიცჯერალდი და სხვები) და თანამედროვე პერსონაჟებს შორის, როგორიც პოლი და მისი ცოლი?

როგორ იმოქმედა გილის მოგზაურობამ მის კარიერასა და ცოლთან ურთიერთობაზე? საბოლოოდ, სწავლობს თუ არა ის აწმყოთი ცხოვრებას?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

 

ნოსტალგია, წარსულის იდეალიზება, ავთენტურობის ძიება, „ოქროს ხანისმცდარი წარმოდგენა, ესკაპიზმი (განრიდება) და რეალობასთან შეგუება, სუბიექტური ბედნიერება და სხვა.

 

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

 

See Also