ციცინათელების სასაფლაო (1988)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს და-ძმის, სეცუკოსა და სეიტას ამბავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში, იაპონიაში, დამოუკიდებლად გადარჩენისთვის იბრძვიან. დაბომბვის შედეგად დედ-მამას დაშორებული ბავშვები შიმშილის, უგულებელყოფისა და ომის მკაცრი რეალობის წინაშე დგანან.

 

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

​

​​

ამართლებთ თუ არა სეიტას გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს დეიდის სახლი? შეეძლო თუ არა მას სხვა არჩევანის გაკეთება დის გადასარჩენად?

​

​​

რატომ აძლევს დეიდა ნაკლებ საჭმელს ბავშვებს? თქვენი აზრით, ის ბოროტმოქმედია თუ პრაგმატისტი, რომელიც იძულებულია გადარჩენისთვის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს? განმარტეთ და გაარჩიეთ პასუხი.

​

​​

როგორ ფიქრობთ, რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ციცინათელა? რის გადმოცემას ცდილობს ფილმის ავტორი ციცინათელების გამოყენებით?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: ომის დაუნდობელი სისასტიკე, საზოგადოებრივი ინდიფერენტულობა, გადარჩენილის დანაშაულის გრძნობა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

 

See Also