ციცინათელების სასაფლაო (1988)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს და-ძმის, სეცუკოსა და სეიტა ამბავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში, იაპონიაში, დამოუკიდებლად გადარჩენისთვის იბრძვიან. დაბომბვის შედეგად დედ-მამას დაშორებული ბავშვები შიმშილის, უგულებელყოფისა და ომის მკაცრი რეალობის წინაშე დგანან.

 

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

ამართლებთ თუ არა სეიტას გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს დეიდის სახლი? შეეძლო თუ არა მას სხვა არჩევანის გაკეთება დის გადასარჩენად?

რატომ აძლევს დეიდა ნაკლებ საჭმელს ბავშვებს? ვენი აზრით, ის ბოროტმოქმედია თუ პრაგმატისტი, რომელიც იძულებულია გადარჩენისთვის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს? განმარტეთ და გაარჩიეთ პასუხი.

როგორ ფიქრობთ, რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ციცინათელ? რის გადმოცემას ცდილობს ფილმის ავტორი ციცინათელების გამოყენებით?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: ომის დაუნდობელი სისასტიკე, საზოგადოებრივი ინდიფერენტულობა, გადარჩენილის დანაშაულის გრძნობა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?