მარჩენალი (2017)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმის მოქმედება 2001 წელს ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, პარვანას, ისტორიას, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანის შემზღუდავი მმართველობის დროს ცხოვრობს.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

​

​​

როგორ ასახავს ანიმაცია თალიბანის მმართველობის დროს ქალების „უხილავობის“ კონცეფციას და როგორ ცვლის ბიჭურად ჩაცმა პარვანას საკუთარი თავისადმი და გარემოს შესახებ წარმოდგენას?

​

​​

თქვენი აზრით, რატომ ეხმარება პარვანა თალიბ ჯარისკაცს, რომელიც მას წერილის წაკითხვას სთხოვს?

​

​​

თქვენი აზრით, როგორ ასახავს ანიმაცია სიმამაცის არსს სხვადასხვა პერსონაჟების ჭრილში?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: გენდერული უთანასწორობა, თხრობის ძალა, თვითრეალიზაცია, ოჯახი,მეგობრობა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?