პერსეპოლისი (2007)
Media Key
08 ივნ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი ეფუძნება მარჯან სატრაპის ამავე სახელწოდების გრაფიკულ მემუარს, რომლის სიუჟეტიც  ირანის რევოლუციის, ირან-ერაყის ომისა და შემდგომი რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღზევების ფონზე ვითარდება. ანიმაცია მოგვითხრობს მარჯანის („მარჯი“) ცხოვრებაზე, თეირანში გატარებულ ბავშვობაზე, ევროპაში გატარებულ ადრეულ ზრდასრულობისა და საბოლოოდ, ირანში დაბრუნებაზე.  

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

​

​​

როგორ ფიქრობთ, რა დატვირთვა აქვს შავ-თეთრ ვიზუალს ნარატივის გათვალისწინებით?

​

​​

აღწერეთ და დაახასიათეთ მთავარი პერსონაჟი, აქვს თუ არა საკუთარ თავთან კონფლიქტი? როგორ უმკლავდება სირთულეებს და დაბრკოლებებს?

​

​​

აღწერეთ მთავარი პერსონაჟის გამოცდილება ირანში და ვენაში ცხოვრებისას, რა რადიკალურ განსხვავებებს ხედავთ? იცვლება თუ არა მისი მსოფლმხედველობა და ემოციური ფონი?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: იდენტობა, თვითშეცნობა, პირადი თავისუფლება და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?