
მუზეუმის მცველი ლარი დიდ ეკრანებზე ბრუნდება. ისტორია ამჯერად იწყება 1930-იანი წლების ეგვიპტეში, სადაც პირველად ცოცხლდებიან ძველი ისტორიკოსები. შემდეგ ფილმი გვაბრუნებს დღევანდელ ნიუ-იორკში და გვახვედრებს მუზეუმის სიმპატიურ დაცვის თანამშრომელ ლარის, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა მუზეუმში, დროთა განმავლობაში შეიცვალა. ასევე, ფილმში ვხვდებით წინა ეპიზოდებიდან ნაცნობ, მხიარულ პერსონაჟებს, როგორებიცაა: ოქტავიუსი, ჯედიდია, ტედი რუზველტი და დექსტერი. თავგადასავალი იწყება, როდესაც გალა ვახშმის შუაგულში, ლარი შეამჩნევს, რომ ჯადოსნური კრამიტის ძალები მცირდება და მაგია ქრება. ლარის და მის ჯარებს სასწრაფოდ უნდათ გაფრინდნენ ლონდონში, რათა შეხვდნენ კრამიტის თავდაპირველ მფლობელებს - აკმენრაჰის მშობლებს, რათა შეუერთდნენ მათ ძალებს და ამით შეინარჩუნონ უძველესი კრამიტის მაგია. დასაკარგი დრო არ არის და ლარი ერთადერთია, ვისაც ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლია.
საინტერესო ინფორმაცია:
ფილმის „ღამე მუზეუმში“ გაგრძელებაში ჩვენ ვხედავთ პერსონაჟთა მჭიდროდ შეკრულ ჯგუფს, რომლებმაც იციან, რომ წვრილმანსაც კი შეიძლება უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს. ისინი ერთმანეთს არასოდეს დატოვებენ გასაჭირში. ღამის დარაჯი ლარი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველობს მკვდრეთით აღდგენილ მუზეუმის ექსპონატებს, ზრუნავს, მხარს უჭერს, აწარმოებს მოლაპარაკებებსა და აძლევს რჩევებს. იმისთვის, რომ გაუმკლავდეს თავგადასავალს, ლარის კარგი თანამშრომლობა სჭირდება. ფილმი არის იუმორისტული და მასში ნაჩვენებია ბევრი სწრაფი სცენა.
კითხვები დისკუსიისთვის:
„ღამე მუზეუმში“ კონცენტრირებულია ძველ ეგვიპტესა და ლეგენდებზე. თქვენ თუ აღმოაჩინეთ ფილმში რაიმე ისეთი, რაც უკვე ისტორიიდან იცოდით?
რა ახალი ინფორმაცია შეიძინეთ ფილმიდან?
თქვენ, რომ ლარის ადგილას აღმოჩენილიყავით, რას გააკეთებდით?
როგორ შეაფასებთ ლარის ქცევას?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის იუმორისტული და მასში მოცემულია კარგი ინტერაქციის მაგალითები.


