მას შემდეგ, რაც მათი ყოფილი მფლობელი კოლეჯში მიდის, ვუდი და დანარჩენები აღმოჩნდებიან ახალ მფლობელთან, სახელად ბონი, რომელსაც ისინი ძალიან უყვარს. ბონის პირველი დღე სკოლაში რთულად მიდის, თუმცა ვუდი მას დაეხმარება და მიხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბონისთვის მისი ხელნაკეთი ქმნილება, ფორკი. როდესაც ოჯახი მოგზაურობაში მიდის ვუდი ცდილობს ფორკის დაცვას და როდესაც ის ფანჯრიდან გადავარდება ვუდი მას უკან გადაყვება.
საინტერესო ინფორმაცია:
სათამაშოების ისტორია 4 არის ანიმაციური, სათავგადასავლო ფილმი, რომელიც სასიამოვნო საყურებელი იქნება ახალგაზრდებისთვის და ოჯახებისთვის.
მთავარი გზავნილები ამ ფილმიდან არის მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას, იზრუნოთ სხვებზე და იპოვოთ თქვენი მიზანი ცხოვრებაში. სათამაშოების ისტორია გვასწავლის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა ერთგულება, გუნდური მუშაობა, თანაგრძნობა, მეგობრობა, გამძლეობა და გამბედაობა.
ამ ფილმმა ასევე შეიძლება მისცეს მშობლებს შესაძლებლობა, შვილებთან ერთად განიხილონ გონებაგახსნილობის მნიშვნელობა (ერთი ადამიანის ნაგავი სხვისი საგანძური ან სათამაშოა) და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის მნიშვნელობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს სხვა.
ფილმის ცენტრალური თემა მეგობრობა და საზოგადოებაა. ძველი მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს და ახალი მეგობრობა ყალიბდება. სათამაშოების სამეგობრო არის მჭიდროდ შეკრული საზოგადოება, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მეგობრებს საჭიროების შემთხვევაში.
კითხვები დისკუსიისთვის:
რატომ იყო ფორკი ასეთი მნიშვნელოვანი სათამაშო ბონისთვის?
დაფიქრდით, როგორი თავგადასავალი შეიძლება ჰქონდეს თქვენს სათამაშოებს საღამოს, როცა დაიძინებთ?
რა გასწავლათ ფილმა?
როგორი გმირები იყვნენ ფილმში? რომელი იყო თქვენი საყვარელი პერსონაჟი, რატომ?
როგორი "ცუდი ბიჭები" იყვნენ ფილმში? კონკრეტულად რამ გახადა ისინი ამ ამბის ბოროტმოქმედებად?
თქვენთვისაც ესეთი მნიშვნელოვანია სათამაშოები?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის იუმორისტული, დამაფიქრებელი, ამდიდრებს წარმოსახვას და გვთავაზობს კარგ მისაბაძ მაგალითებს.