ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანი
Media Key
07 ივლ. 2022
უნივერსალური

პიტერი, სუზანი, ედმუნდი და ლუსი დაბრუნდნენ ლონდონში, სადაც მათ უწევთ დაუბრუნდნენ არაჯადოსნური სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებას. ახალგაზრდებს უჭირთ ამ რეალობასთან შეგუება, რადგან ისინი ნარნიაში მეფეები და დედოფლები იყვნენ. ამასობაში ნარნიაში უკვე 1000 წელი გავიდა, ჩვენთვის ნაცნობი ნარნია აღარ არსებობს, რადგან ტელმარინებმა ნარნია შტურმით აიღეს და ჯადოსნური არსებები ტყეში გააძევეს.

პრინცი კასპიანი, რომელიც იმედგაცრუებული რჩება მისი ბიძის საქციელით, ნარნიაში მოიხმობს უძველეს მეფეებსა და დედოფლებს.

საინტერესო ინფორმაცია:

ნარნიას ქრონიკები: პრინცი კასპიანი არის 2008 წლის ფანტასტიკური ფილმი, რომლის პროდიუსერი და რეჟისორი ენდრიუ ადამსონია. ფილმი დაფუძნებულია C.S. ლუისის რომანების მეოთხე ნაწილზე. პრინცი კასპიანი, ბრიტანულ-ამერიკული პროდუქცია - Walt Disney Pictures თანაპროდიუსერია.

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ახალ ზელანდიაში, რათა მაქსიმალურად ნაკლებად ყოფილიყო გამოყენებული მწვანე ეკრანი. რეჟისორ ენდრიუ ადამსონს სურდა ფილმი უფრო სანახაობრივი ყოფილიყო, ვიდრე პირველი ნაწილი და შექმნა ისეთი სიუჟეტი, რომელიც განსხვავდება რომანისგან. ნარნიელები უფრო ველურად გამოიყურებიან, ვიდრე პირველ ნაწილში, რადგან ისინი იმალებოდნენ საუკუნეების განმავლობაში. კინორეჟისორებმა ასევე გაითვალისწინეს ესპანური გავლენა ტელმარინელების ანტაგონისტურ რასასთან მიმართებაში.

ფილმში, ასლანი არის იესო ქრისტეს ალეგორია - იგი კვდება და აღდგება ბოროტებასთან საბრძოლველად. ბოროტი ჯადოქარი ხდება ალეგორიული სატანა, ხოლო პიტერისა და კასპიანის მსგავსი პერსონაჟები ტრადიციულ ქრისტიანულ რაინდობას იცავენ.

კითხვები დისკუსიისთვის:

რატომ უჭირთ პიტერს, სუზანს, ედმუნდსა და ლუსის ლონდონში ცხოვრება?

თქვენი აზრით რას განიცდის კასპიანი? როგორი პერსონაჟია ის ფილმში?

თქვენი აზრით რატომ არ სჯერათ კვლავ პიტერსა და სუზანს ლუსის, რომ მან ასლანი დაინახა?

რატომ აქვთ პიტერსა და კასპიანს უთანხმოება?

როგორ შეაფასებდით კასპიანისა და პიტერის ქცევას ტელმარინებზე თავდასხმის დროს? რომელი იყო სწორი?

რატომ დათანხმდა კასპიანი ბოროტი დედოფლის დაბრუნებას? პიტერზე რას იტყვით?

რას ფიქრობთ მირაზზე? როგორ შეაფასებდით მის ქცევას დუელის დროს? პიტერსა და კასპიანზე რას იტყვით?

რა მნიშვნელობა ჰქონდა ლუსის რწმენას ნარნიისთვის ბრძოლაში?

თქვენი აზრით, სწორად მოიქცა ასლანი თაგვთან მიმართებაში? რატომ?

რატომ დააბრუნა ასლანმა პიტერი და სუზანი სამუდამოდ არაჯადოსნურ სამყაროში?

რა ისწავლეთ ამ ფილმით? რა იყო მისი მთავარი გზავნილი?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტში ხაზგასმულია მეგობრობისა და ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულის მნიშვნელობა და ის გვასწავლის ბუნების მოფრთხილებას.

See Also