დორის პოვნა მოგვითხრობს დორის, წყნარი ოკეანის ლურჯი თევზის შესახებ, რომელსაც მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემები აქვს. დორი ბედნიერია, რომ ცხოვრობს თავის მეგობარ მარლინთან და შვილთან ნემოსთან ერთად უსაფრთხო საზოგადოებაში დიდ ბარიერულ რიფზე. ერთ დღეს დორი გადაწყვეტს მისი დაკარფული ოჯახის ძიებას და ნემოს და მარლინს დაარწმუნებს მას გაყვნენ.
საინტერესო ინფორმაცია:
დორას ძიებაში არის ანიმაციური სათავგადასავლო ფილმი, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა პოზიტიური გზავნილი ბავშვებთან განსახილველად. ფილმი არის გასართობი და სახალისო როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.
ფილმში მოცემულია მშობლების დაკარგვისა და განშორების თემები და ზოგიერთი საშიში სცენა, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვისთვის შეიძლება ძალიან საშიში იყოს, შესაბამისად ფილმის ყურება არ არის რეკომენდირებული 6 წალმდე ბავშვისთვის.
ფილმის მთავარი გზავნილებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ ძალა, გადალახონ სირთულეები და მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს; მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობა; წარსული შიშების დაძლევის უნარი; საკუთარი ინტუიციის ნდობა.
მშობელმა შესაძლებელია ბავშვებთან ისაუბრონ ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა საკუთარი თავის რწმენა, ერთგულება, მეგობრობა და გამბედაობა.
მშობლებს ასევე შეუძლიათ განიხილონ, თუ როგორ ექცევიან ცხოველებს ტყვეობაში და რას ამბობს ფილმი ამის შესახებ.
კითხვები დისკუსიისთვის:
ოდესმე დაკარგულხარ? რა უნდა გააკეთო თუ დაიკარგები?
რა არის დორის ძლიერი და სუსხი მხარე? თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები რა არის?
რატომ არ სურდა მარლინს თავიდან რიფის დატოვება? რატომ წავიდა ის მაინც და რატომ იყო მნიშვნელოვანი დორის პოვნა?
დორიმ თქვა, რომ მშობლების გარდა, მარლინს და ნემოსაც თავის ოჯახად მიიჩნევდა. ვინ არის შენს ოჯახში? შეიძლება თუ არა ოჯახში შედიოდეს ადამიანი, რომელიც არ არის ნათესავი?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის დამაფიქრებელი, მასში მოცემულია კარგი ურთიერქმედებისა და მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტი გვაძლევს ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას და გვასწავლია თანამშრომლობასა და პატივისცემას.