დორის პოვნა
Media Key
05 იან. 2023
უნივერსალური
4-8

დორის პოვნა მოგვითხრობს დორის, წყნარი ოკეანის ლურჯი თევზის შესახებ, რომელსაც მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემები აქვს. დორი ბედნიერია, რომ ცხოვრობს თავის მეგობარ მარლინთან და შვილთან ნემოსთან ერთად უსაფრთხო საზოგადოებაში დიდ ბარიერულ რიფზე. ერთ დღეს დორი გადაწყვეტს მისი დაკარფული ოჯახის ძიებას და ნემოს და მარლინს დაარწმუნებს მას გაყვნენ.

 

საინტერესო ინფორმაცია:

დორას ძიებაში არის ანიმაციური სათავგადასავლო ფილმი, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა პოზიტიური გზავნილი ბავშვებთან განსახილველად. ფილმი არის გასართობი და სახალისო როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.

ფილმში მოცემულია მშობლების დაკარგვისა და განშორების თემები და ზოგიერთი საშიი სცენა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვისთვის შეიძლება ძალიან საშიში იყოს, შესაბამისად ფილმის ყურება არ არის რეკომენდირებული 6 წალმდე ბავშვისთვის.

ფილმის მთავარი გზავნილებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ ძალა, გადალახონ სირთულეები და მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებსმეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაწარსული შიშების დაძლევის უნარისაკუთარი ინტუიციის ნდობა.

მშობელმა შესაძლებელია ბავშვებთან ისაუბრონ ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა საკუთარი თავის რწმენა, ერთგულება, მეგობრობა და გამბედაობა.

მშობლებს ასევე შეუძლიათ განიხილონ, თუ როგორ ექცევიან ცხოველებს ტყვეობაში და რას ამბობს ფილმი ამის შესახებ.

კითხვები დისკუსიისთვის:

A picture containing text

Description automatically generated

ოდესმე დაკარგულხარ? რა უნდა გააკეთო თუ დაიკარგები?

A picture containing text

Description automatically generated

რა არის დორის ძლიერი და სუსხი მხარე? თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები რა არის?

A picture containing text

Description automatically generated

რატომ არ სურდა მარლინს თავიდან რიფის დატოვება? რატომ წავიდა ის მაინც და რატომ იყო მნიშვნელოვანი დორის პოვნა?

A picture containing text

Description automatically generated

დორიმ თქვა, რომ მშობლების გარდა, მარლინს და ნემოსაც თავის ოჯახად მიიჩნევდა. ინ არის შენს ოჯახში? შეიძლება თუ არა ოჯახში შედიოდეს ადამიანი, რომელიც არ არის ნათესავი?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი, მასში მოცემულია კარგი ურთიერქმედებისა და მისაბაძი მაგალითები. სიუჟეტი გვაძლევს ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას და გვასწავლია თანამშრომლობასა და პატივისცემას.