მანდარინები
Media Key
03 ივნ. 2022
12-14
15-18

სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური შეხედულებების და ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მდგომი ადამიანები, ფაქტობრივად მტრები,  ერთმანეთს დაუმეგობრდებიან.

ისინი თანდათან ხვდებიან, რომ ერთმანეთთან სამტრო არაფერი აქვთ. 

ზაზა ურუშაძის ფილმი მანდარინები” 1992-1993 წლებში მიმდინარე  კონფლიქტს ასახავს. მთავარი გმირი ნიკა, ახალგაზრდაა, რომელიც ომში საკუთარი ნებით წავიდა იმის მიუხედავად, რომ არ აქვს ჯარში მსახურების გამოცდილება. ნიკამ იცის ვინ არის მისი მტერი, თუმცა უბედური შემთხვევის გამო, მოწინააღმდეგესთან ერთად ერთ ჭერქვეშ მოუწევს ცხოვრება, რა დროსაც იძულებული გახდება მტერი” გაიცნოს და მასში რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც მისგან არათუ განსხვავდება, არამედ პირიქით, თითქმის ყველაფერში ჰგავს.

საინტერესო ინფორმაცია:

მანდარინები ესტონურ-ქართული ფილმია, რომელიც 2014 წელს ამერიკის კინოაკადემიის პრემი “ოსკარის” წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში იყო წარდგენილი.

როგორც ამბობენ, რეჟისორმა მიშა მესხის პერსონაჟში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ქართველი მსახიობი ლევან აბაშიძე „გააცოცხლა“.

კითხვები დისკუსიისთვის:

მთავარი გმირების: ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცის ნიკასა და დაქირავებული ჩეჩენი მებრძოლის - ახმედის დაპირისპირება ფილმის საწყის ეტაპზე ლოგიკური და „გამართლებულია“. როდის და რატომ იქცევა მტრობა მეგობრობად?

რა როლს ასრულებს ფილმში ესტონელი პერსონაჟი ქართველის და ჩეჩენის კონფლიქტში?

რამდენად ნამდვილია ომში დაწყებული მეგობრობა, რომელიც მტრობამ მოუტანა მთავარ გმირებს?

რამდენად მნიშვნელოვანია სტერეოტიპული აზროვნების გავლენა ფილმის პერსონაჟებს შორის ურთიერთობის მხრივ?

ვის მხარეს არის სიმართლე? ომი, რომელსაც ყოველთვის თავის სიმართლე აქვს, ფილმში სამ დაპირისპირებულ მხარეს გვიჩვენებს. ვის პოზიციას იკავებს რეჟისორი და საერთოდ, რამდენად ჩანს „მანდარინებში“  ავტორის სუბიექტური პოზიცია?

„მანდარინებში” რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა წარმოდგენილი, მათ შორის, ეთნო კონფლიქტების. ქართველი, ჩეჩენი, რუსი და ესტონელი - გაიაზრეთ თითოეული მათგანის როლი ომის მსვლელობისას.

რამდენად შეგვიძლია მოვიაზროთ ივო ევროპული ოჯახის სახე-სიმბოლოდ, რომელიც პატარა ერებს კონფლიქტის გადაჭრაში ეხმარება?

   

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი არის დამაფიქრებელი და ხაზს უსვამს ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის თავისებურებებს. მასში კარგად არის ასახული ეფექტური თანამშრომლობა, კარგი ურთიერთქმედება, წარმატების გამოცდილება, ოპტიმისტური ინფორმაციის მოწოდება და სხვების პატივისცემა

See Also