

თომასი და სხვა რჩეული გადარჩენილი პერსონაჟები აღმოჩნდებიან სახიფათო თავგადასავალში, სადაც მათ უწევთ თავის გადარჩენა. ისინი შეიჭრებიან ქალაქში, რომელსაც აკონტროლებს საიდუმლო WCKD ორგანიზაცია.
ტრილოგიის განსაცვიფრებელ ფინალში, ლაბირინთიდან გასვლის ნაცვლად, უნდა მოიძებნოს გზა უკან დასაბრუნებლად.
საინტერესო ინფორმაცია:
ლაბირინთში მორბენალი-ს მესამე ნაწილი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ნანახი აქვს ფილმების პირველი ორი სერია. ფილმი ეფუძნება ჯეიმს დაშნერის ფანტასტიკური წიგნის ტრილოგიის მესამე ნაწილს.
ფილმი აგრძელებს ისეთი მნიშვნელოვანი გზავნილების ხაზგასმას, როგორიცაა ახალგაზრდების მეგობრობა და ერთგულება. სიუჟეტი, ასევე ყურადღებას ამახვილებს პატიებასა და თაღლითობის შემდეგ ნდობის ხელახალ მოპოვების გზებზე.
ფილმის მოქმედება, ისევე როგორც წინა ნაწილები, ძალიან ცივია და არ შეიცავს იუმორს. წინა ნაწილებთან შედარებით, ამ ფილმში ახალგაზრდების აჯანყება გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, უამრავი აფეთქებით. ფილმის გარემო არის მომავლის სამყარო, მაგრამ მისი ბრძოლისა და გადარჩენის სცენები ხშირად რეალისტურია და მთავარი გმირები კვდებიან. საშინელებათა ელემენტებს გვაწვდიან ადამიანები, რომლებიც ვირუსის გამო ზომბებად გადაიქცნენ.
კითხვები დისკუსიისთვის:
ფილმში, საეჭვო მეთოდების გამოყენებით, ქმნიან სახიფათო ვირუსის საწინააღმდეგო წამალს, რომელიც იწვევს ექსპერიმენტების პროცესში ადამიანების ტანჯვას. იმსჯელეთ, რა სიტუაციაში შეიძლება იყოს საერთო სიკეთე პრიორიტეტული პირად კეთილდღეობაზე და სიცოცხლეზეც კი. თქვენი აზრით, სწორად იქცევიან თუ არა მეცნიერები?
რა შემთხვევაში ვერ აპატიებდით თქვენს მეგობარს ღალატს? თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პატიება?
ფილმში ახალგაზრდები ეჭვქვეშ აყენებენ ზრდასრულების ავტორიტეტს და საბოლოოდ აჯანყდებიან მათი ძალაუფლების წინააღმდეგ სამხედრო გზით. იმსჯელეთ რა არის დემოკრატია და დიქტატურა და როდის არის გამართლებული ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება.
თქვენი აზრით სწორად იქცევა თომასი? თქვენ, რომ მის ადგილას ყოფილიყავით რას გააკეთებდით?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის დამაფიქრებელი და გვაძლებს ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას. მასში ხაზგასმულია ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა.