

მერი ჯეინი და პიტერი ბედნიერად ატარებენ დროს, როდესაც დედამიწაზე პატარა მეტეორი ჩამოვარდება. მეტეორს ჩამოყვება შავი წელვადი მასა, რომელიც პიტერის მოტოციკლზე აეკრობა და მას სახლში მიყვება. ჰარი ოსბორნი მამამისის კვალს გაყვება და მწვანე გობლინი გახდება, რომლის მთავარი მტერი სწორედ ადამიანი ობობა გახდება, თუმცა ჰარი მალე უბედური შემთხვევის გამო მეხსიერებას დაკარგავს და პიტერს მიეცემა საშუალება აღადგინოს მეგობრობა ბავშვობის მეგობართან.
საინტერესო ინფორმაცია:
ადამიანი ობობა 3 შეიცავს დიდი რაოდენობით ძალადობრივ და საშიშ სცენას, რომელიც შესაძლებელია არაშესაფერი აღმოჩნდეს ახალგაზრდა მაყურებლისთვის.
ფილმის მთავარი გზავნილები უკავშირდება ადამიანი ობობას იდენტობის კრიზისს. სწორედ პიტერის თავდაჯერებულობისა და დაუცველობის გამო ჩნდება მისი ბნელი მხარე, როდესაც უცხო შავი არსება მას მიეჯაჭვა და მან უნდა დაძლიოს საკუთარ თავში ეჭვი, რათა დაამარცხოს ვენომი.
ფილმი გვასწავლის, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. სიუჟეტში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მეგობრობის ძალა, სიყვარული და თავგანწირვა.
ამ ფილმმა ასევე შეიძლება მისცეს მშობლებს შესაძლებლობა განიხილონ შვილებთან ერთად, თუ როგორ წარმოაჩენს ფილმი ქალებს, როგორც უმწეო მსხვერპლს, რომლებსაც გადარჩენა სჭირდებათ მამაკაცი გმირების მიერ. მშობლებს შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ მოგვარდა ფილმში ასახული ყველა კონფლიქტი ძალადობის გამოყენებით.
კითხვები დისკუსიისთვის:
თქვენი აზრით, რატომ გახდა ჰარი მწვანე გობლინი?
რა შეიცვალა, როდესაც ჰარიმ მეხსიერება დაკარგა?
როგორი მეგობარია პიტერი? ჰარი?
რატომ და როგორ იცვლება პიტერის ქცევა ფილმის განმავლობაში?
ფილმში ვხდებით ფოტოფაბრიკაციას. თქვენი აზრით, ფოტოზე გამოსახული ისტორია სინამდვილეს ასახავს ხოლმე?
რატომ არ სჯერა პიტერს საკუთარი თავის? რა შეცვლის სიტუაციას? რატომ ირწმუნებს ის საკუთარ ძალებს?
როგორ შაფასებდით ჰარის ქცევას ფილმის ბოლოს? რამ აიძულა ის დახმარებოდა პიტერს?
რას ფიქრობთ სწორია ძალადობის გამოყენება კონფლისქტის მოსაგვარებლად? როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფილმის გმირები, რომ ძალადობისგან თავი აერიდებინად?
თქვენ, რომ იყოთ ფილმის რეჟსორი, რას შეცვლიდით?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის დამაფიქრებელი, ამდიდრებს წარმოსახვას და გვთავაზობს კარგ მისაბაძ მაგალითებს.