ბენი კოლეჯის სტუდენტია, რომელმაც კარგად იცის მათემატიკა და ლოგიკა. ის ერთ-ერთი ლექციის დროს პროფესორთან თავს გამოიჩენს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება. პროფესორი ბენს მიიწვევს ელიტარულ გუნდში, რომელიც შედგება სხვადასხვა წარმატებული სტუდენტებისგან, რომლებიც შაბათ-კვირას განსხვავებულად ატარებენ - მიდიან ლას ვეგასში და ბლეკ ჯეკის თამაშით ფულს იგებენ.
საინტერესო ინფორმაცია:
ბენი კარგი ბიჭია, რომელიც გულმოდგინედ მუშაობდა სიკეთისთვის. ის და მისი დაქვრივებული დედა ძალიან ახლოს არიან.
ფილმი იყენებს ისტორიას, რომელიც ფოკუსირებულია აზარტული თამაშების სამყაროზე. აზარტული თამაშები ფილმში წარმოდგენილია მომხიბლავად, თუმცა ამავდროულად საშიშიდაც. მშობლებმა ბავშვებს უნდა აუხსნან, თუ როგორი საშიში და დამოკიდებულების გამომწვევია აზარტული თამაშები.
ამადროულად ფილმში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პატიოსნება, მეგობრობა, ერთგულება და გუნდური მუშაობა.
კითხვები დისკუსიისთვის:
როგორ იგებენ სტუდენტები კაზინოში?
რატომ იყენებს ლექტორი სტუდენტებს კაზინოში სათამაშოდ?
რატომ გადაიფიქრა ბენმა კაზინოში თამაში?
როგორ მოიქცნენ ბენის მეგობრები? სწორი იყო მათი ქცევა? რატომ?
თქვენ კარგად იცით მათემატიკა? კიდევ რაში შეიძლება მათემატიკის გამოყენება?
რა ისწავლეთ ამ ფილმით?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის იუმორისტული, დამაფიქრებელი, ამდიდრებს წარმოსახვას და გვთავაზობს კარგ მისაბაძ მაგალითებს.