შერეკილები
Media Key
19 აპრ. 2022
12-14

მამის გარდაცვალების შემდეგ ერთაოზს სოფელში აღარაფერი დარჩენია და ბედის საძებნელად ქალაქში მიდის. ქალაქში ის მშვენიერ მარგალიტას გაიცნობს, რომელიც, სანამ მისი ქმარი სამსახურშია, შინ თაყვანისმცემლებს მასპინძლობს.

მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის თავიდან მოშორებაში დაეხმარება, რის გამოც ხუტა-უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. ციხეში ერთაოზს უცნაურ პატიმარი ქრისტეფორე დახვდება, რომელიც საფრენი აპარატის შექმნის იდეით არის შეპყრობილი. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი გაქცევას მოახერხებენ, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაკვირად, ცაში აფრინდებიან.

საინტერესო ინფორმაცია:

1970-იან წლებში საბჭოთა ცენზურა რეჟისორების მიმართ კვლავ გამკაცრდა. სწორედ ამიტომ ქართულ კინოში, ცენზურის მკაცრ პირობებში, ავტორები იგავურ ფორმას ირჩევენ საკუთარი ნააზრევის, პროტესტის თუ ეპოქაზე, სისტემაზე რეფლექსიის გამოსახატად. 1970-იანი წლების ქართულ კინოში აღნიშნული ტენდენციის ყველაზე მკაფიო გამოვლინება ქართველი კლასიკოსის, ელდარ შენგელაიას ფილმიშერეკილებია“.

ელდარ შენგელაია ქართული კინოს ცოცხალი კლასიკოსია, მან კინოსტუდიაქართულ ფილმშიმოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო, სულ რამდენიმე წელში თამაზ მელიავასთან ერთად, ჰქონდა კინოდებიუტი ფილმითთეთრი ქარავანი“, 1964 წელს, დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით, ქმნის ფილმსმიქელა“. 1977 წელს ის კვლავ უბრუნდება ქართველი კლასიკოსის შემოქმედებას და იღებს ფილმსსამანიშვილის დედინაცვალი“. 1970-იან წლებში ელდარ შენგელაია აქტიურ თანამშრომლობას იწყებს  დრამატურგ რეზო გაბრიაძესა და კომპოზიტორ გია ყანჩელთან. „არაჩვეულებრივი გამოფენადაშერეკილებისწორედ ამ ხელოვანებთან ერთად იქმნება.

აღსანიშნავია, რომ  „შერეკილებისთვის" მუსიკალური კომპოზიციის შექმნაში გია ყანჩელთან ერთად, მონაწილეობას  ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ჯანსუღ კახიძეც იღებდა. სწორედ მისი ინიციატივით შემოდის ფილმის ფინალში ქართული  ფოლკლორის ნიმუში, სიმღერა, რომელსაც ერთაოზ ბრეგაძე ასრულებს  - "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა". ამგვარი დასასრული "შერეკილებშიფინალურ აკორდს სვამს.

ფილმში მარგალიტას როლს მსახიობი არიადნა შენგელაია ასრულებს. ფილმის გადაღების პერიოდში ის რეჟისორ ელდარ შენგელაიას მეუღლე იყო.

ელდარ შენგელაიასშერეკილებშიგამოყენებული „ეზოპეს ენა, ანუ იგავური ფორმით მოყოლილი ამბავი, საბჭოთა ცენზურისთვის ძნელი გასაგები აღმოჩნდა, ან პირიქით, საფრთხის შემცველი ელემენტებისგან სრულიად დაცლილი. როგორც ამბობენ, საბჭოთა ცენზორებმა ფილმიმონათლეს, როგორც ორი გიჟი პერსონაჟის ისტორია და ქართველი კლასიკოსის კინოშედევრიც ასე გადაურჩა თაროზე შემოდებას, ან სულაც განადგურებას.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

„შერეკილების“ სიუჟეტს ზედაპირულად თუ შევხედავთ, საეჭვოს ვერაფერს დავინახავთ, მაგრამ თუ განვიხილავთ ფილმს როგორც საბჭოთა საქართველოს მიკრო მოდელს, სულ სხვა მოცემულობას მივიღებთ. როგორია თქვენი დამოკიდებულება ელდარ შენგელაიას კინოფილმის მიმართ? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ელდარ შენგელაია არის ერთ-ერთი წამყავნი რეჟისორი ქართული კინოს ისტორიაში?

საინტერესო მსახიობებისა და რეჟისორის უნიკალური ხელწერით შექმნილი კომედიური ჟანრის ფილმი 1970-იანების საქართველოს ერთგვარი მეტაფორაა. როგორია რეჟისორის მიერ აღქმული რეალობა?

საბჭოთა სისტემაში, ადამიანების თავისუფალ ნებას თუ აზრს, ყოველთვის დევნიდნენ. რამდენად შეგვიძლია მოვიაზროთ ფილმის გმირების გაფრენა ერთგვარ მეტაფორად, ჩაკეტილი ტოტალიტარული სისტემიდან თავის დაღწევის, „კედლების ნგრევის“ და თავისუფლების მოპოვებისაკენ სწრაფვის სიმბოლოდ?

თავად რეჟისორი ფილმის შესახებ ამბობს - „შერეკილები არც დასავლეთში მიფრინავდნენ, არც აღმოსავლეთში და არსად. ისინი უბრალოდ, მოსწყდნენ იმ რეალობას , რომელშიც ვნახეთ ქვემოთ და ამაღლდნენ ამ რეალობაზე. მოსწყდნენ იმ რეალობას, სადაც არ იყო თავისუფლება.“ ეთანხმებით თუ არა ავტორის პოზიციას?

რას გამოხატავს ფილმის ფინალი?

შერეკილები დღემდე ქართველი მაყურებლის (და არა მხოლოდ) ერთ-ერთ საყვარელ ფილმად რჩება. ფილმში გაჟღერებული ფრაზები კი დღესაც არ კარგავს პოპულარობას: „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“, „გავიდა მარილზე“, „ეჰ, თამუნია, თამუნია“ და ა.შ. თქვენთვის რომელი პერსონაჟი გახდა ყველაზე დასამახსოვრებელი?

რა როლს თამაშობს სურეალიზმი კინოში? შესაძლებელია თუ არა სურეალიზმის გამოყენება რეალიზმის გადმოსაცემად?

კიდევ რომელ კინოს/ნაწარმოებს გაიხსენებთ სურეალიზმის ჟანრში? რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჟანრი, განსაკუთრებით ცენზურის პერიოდისთვის?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმში ხაზგასმულია განსხვავებულობის მიმღებლობა, რაც მოზარდებს დააფიქრებს მასში ასახულ შინაარსზე. ფილმში მოცემული ისტორიით შესაძლებელია ვისწავლოთ სხვების პატივისცემა, ეფექტური თანამშრომლობა, კარგი ურთიერთქმედება და ვნახოთ წარმატების გამოცდილება.

See Also