თავდაყირა 2 (2024)
Media Key
04 ივნ. 2026
9-11

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს 13 წლის გოგოს შესახებ, რომელიც თინეიჯერულ ასაკში შედის. მას საკუთარ თავდაპირველ ემოციებთან - სიხარულთან, სევდასთან, ბრაზთან, შიშთან და ზიზღთან ერთად  ახალი, უფრო რთული ემოციების (შფოთვა, შური, მოწყენილობა და უხერხულობა) უეცრად გაჩენასთან უწევს გამკლავება.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

​

​​

როგორ შეიცვალა მთავარი პერსონაჟის შეცნობითი პროცესი ფილმის განმავლობაში და რამ გამოიწვია ეს ცვლილებები?

​

​

როგორ ფიქრობთ, რა ემოიცაა შფოთვა და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე?

​

​​

როგორ განასხვავებთ პოზიტიურ და ნეგატიურ ემოციებს? რა დამახასიათებლები აქვს თითოეულ ემოციას და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: იდენტობის ჩამოყალიბება, ემოციების მართვა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

See Also