ლინეა მონეს ბაღში “Linnea in Monet’s Garden” (1992)
Media Key
04 ივნ. 2026
9-11

მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ყვავილებითა და კლოდ მონეს შემოქმედებით მოხიბლულ გოგონაზე, ლინეაზე, რომელსაც განსაკუთრებით მხატვრის წყლის შროშანები და იაპონური ხიდი იტაცებს. მისი მეზობელი, ბატონი ბლუმი, რომელიც პენსიაზე გასული მებაღეა, გოგონას გატაცებას იზიარებს და ლინეა საფრანგეთში სამოგზაუროდ მიჰყავს.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადგილი განსხვავებულად გამოიყურებოდეს დილით, შუადღისას და საღამოს?

თქვენი აზრით, როგორ გვეხმარება მხატვრის ცხოვრების ადგილის მონახულება მისი ხელოვნების უკეთ გააზრებაში?

ლინეა და მისტერ ბლუმი სხვადასხვა ასაკის არიან, მაგრამ ერთი და იგივე ინტერესები აქვთ. რა ისწავლეს მათ ერთმანეთისგან მოგზაურობის დროს?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: ხელოვნება, ბუნების სილამაზე, თაობათაშორისი მეგობრობა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?

 

See Also