
მოკლე სიუჟეტი: ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს შორეულ მომავალში მიტოვებულ დედამიწაზე სულ მარტო დარჩენილ, პატარა ნაგვის შემგროვებელ რობოტ უოლ-იზე. მას შემდეგ, რაც პლანეტაზე გაცილებით თანამედროვე რობოტი, ივი გამოჩნდება, ისინი ერთად მიემგზავრებიან კოსმოსში, რათა კაცობრიობის ბედი შეცვალონ.
კითხვები დისკუსიისთვის:
როგორ გადმოსცემს ანიმაცია ადამიანების დამოკიდებულებას თავიანთი პლანეტის მიმართ?
როგორ გადმოსცემს ანიმაცია ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების საკითხს?
როგორ ფიქრობთ, რა არის ანიმაციის მთავარი გზავნილი/გზავნილები? რატომ შეირჩა მთავარ პერსონაჟად რობოტი? რა დატვირთვა/სიმბოლიზმი აქვს მას?
ფილმში განხილული საგულისხმო თემები: გარემოს დაცვა, ეკოლოგია, მდგრადობა, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, სიზარმაცე, პასუხისმგებლობა და სხვა.
თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?


