მომღერალი ნიანგი
Media Key
06 იან. 2023
9-11

ოჯახი გადადის ნიუ-იორკში საცხოვრებლად, მათ უმცროს ვაჟს უჭირს ახალ სკოლასთან ადაპტაცია. ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ხვდება მომღერალ ნიანგს, რომელიც ცხოვრობს მათი ახალი სახლის სხვენში და უყვარს აბანო, ხიზილალა და შესანიშნავი მუსიკა. ისინი სწრაფად დამეგობრდებიან.

 

საინტერესო ინფორმაცია:

ლაილი არაჩვეულებრივი ნიანგია, ის მღერის, ცხოვრობს დიდ ქალაქში, ჭამს უსარგებლო საკვებს. ლაილი ოჯახის ყველა წევრს სიმამაცესა და თავდაჯერებულობას ასწავლის.

მეგობარი ნიანგი ახალ და მხიარულ სამყაროს ხსნის, დედა სწავლობს ცხოვრების ახალ გამოწვევებთან შეგუებას. ფილმი გვასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთულ სიტუაციებთანაც კი არის შესაძლებელი გამკლავება.

მომღერალი ნიანგი არის გასართობი, ცოცხალი მიუზიკლი, რომლითაც სავარაუდოდ ისიამოვნებს ოჯახი. ფილმი დაფუძნებულია ბერნარდ ვაბერის ამავე სახელწოდების პოპულარულ სურათზე. ლაილი მიმზიდველი პერსონაჟია, ჯოში მამაცი და ერთგულია ლაილის მიმართ. ასევე, სიმღერისა და ცეკვის სცენები მიმზიდველი და სახალისოა. თუმცა, ზოგიერთი სცენისა და თემის გამო, ფილმი არ არის შესაფერისი 6 წლამდე ბავშვებისთვის.

მთავარი გზავნილები ამ ფილმიდან არის ოჯახის მნიშვნელობა; გუნდური მუშაობისა, ლოიალობა და შიშების დასაძლევად რისკებისთვის მზადყოფნა.

ამ ფილმმა ასევე შეიძლება მისცეს მშობლებს შესაძლებლობა განიხილონ შვილებთან ერთად შერეული ოჯახების ღირებულება. ჯოშის მშობელი დედა გარდაიცვალა, როდესაც ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ ის ახლა ცხოვრობს მოსიყვარულე ოჯახში მამასთან და დედინაცვალთან ერთად. გარდა ამისა, პიმები ლაილს ოჯახის წევრივით ექცევიან.

კითხვები დისკუსიისთვის:

რას ნიშნავს გამბედაობა? რა სიტუაციებშია საჭირო გამბედაობა? ყოველთვის მამაცი უნდა იყო?

ვინ იყო ყველაზე მამაცი პერსონაჟი ფილმში? და რა გააკეთა მან?

რომელი იყო ფილმის ყველაზე სასაცილო ნაწილი? და ყველაზე ამაღელვებელი?

ლაილი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ სიმღერა შეუძლია. როგორ უყვება ლაილი ხალხს თავის ისტორიას? რას გააკეთებდით, მხოლოდ სიმღერა რომ შეგეძლოთ ?

შეიძლება თუ არა ნიანგ მართლაც სახლში ცხოვრობდეს? სოფელში? რომელია საუკეთესო ადგილი ნიანგისთვის?  

 ჭამს ნიამგი? რატომ ყრიან რესტორნები საკვებს? შეიძლება თუ არა ნაგავში ჩაყრილი საკვების ჭამა? 

 

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის იუმორისტული, მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითების და დადებითი ურთიერთობები. სცენარი ბავშვს აძლევს ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას.