იანი “Ian” (2018) (მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია)
Media Key
07 აპრ. 2026
უნივერსალური
9-11

მოკლე სიუჟეტი

ანიმაცია მოგვითხრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭზე, რომელსაც, როგორც ყველას მის გარშემო, სურს ბავშვებთან ერთად გართობა და სოციალიზაცია.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

სოციალური vs ფიზიკური ბარიერები: როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მათ შორის? როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ ბარიერების აღმოფხვრა? თქვენ როგორ დაამსხვრევდით ამ ბარიერებს?

თქვენი აზრით, ცვლის თუ არა ემპათია ჯგუფურ ქცევასა და დამოკიდებულებას? როგორ და რატომ იცვლებიან ბავშვები?

როგორ ფიქრობთ, რას განიცდის პატარა ბიჭი თავდაპირველად და რას განიცდის ანიმაციის დასასრულს?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

ფიზიკური და სოციალური ბარიერები, ემპათია, მეგობრობა, სტერეოტიპების და სტიგმების დამსხვრევა და სხვა.

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?