სოციალური ქსელი (2010)
Media Key
07 აპრ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი

 

დრამატიზირებული ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს სოციალური ქსელი - Facebook-ის, ხმაურიანი დაარსების ისტორიას და შემდგომ სასამართლო პროცესებს მარკ ცუკერბერგის (ერთერთი დამფუძნებელის) წინააღმდეგ.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

რომელი პერსონაჟის მიმართ გაგიჩნდათ ანტიპატია ან/და სიმპატია და რატომ? დაახასიათეთ მთავარი პერსონაჟები (ცუკერბერგი, სევერინი, ტყუპები უინკელვოსებიდა შეეცადეთ მათი პერსპექტივიდან დაინახოთ სიუჟეტი. ამასთან, თქვენი აზრით, მაინც ვის ეკუთვნის Facebook-ის იდეა და როგორ ხდება ეს საკითხი ფილმის სიუჟეტის მთავარი თემა?

თქვენი აზრით, რა კუთხით არის წარმოდგენილი ციფრული ეპოქის ძალა, როგორც დესტრუქციული თუ დამაკავშირებელი? კონკრეტულად რომელი სცენების საფუძველზე შეგიძლიათ განმარტოთ დესტრუქციული ან დამაკავშირებელი მხარე?

როგორ წარმოადგენს ფილმი სიმარტოვისა და კავშირის თემას? ამასთან, ფილმის სიუჟეტის ჭრილში განიხილით სიმარტოვესა და დაკავშირებულობას შორის პარადოქსული და ირონიული კავშირი და დამოკიდებულება.

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

სოციალური ქსელი, სტარტაპი, ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაცია, სოციალური სტატუსი და კლასი, ამბიცია და ძალაუფლება, მეგობრობა და ღალატი (იმედგაცრუება), იზოლაცია და სხვა.

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?