ბიჭი, თხუნელა, მელა და ცხენი (2022)
Media Key
04 ივნ. 2026
9-11

მოკლე სიუჟეტი: ჩარლი მაკესის ილუსტრირებული იგავი „ბიჭი, თხუნელა, მელა და ცხენი“ მოგვითხრობს მარტოსულ ბიჭზე, რომელიც სახლს ეძებს. გზად ის ნამცხვრების მოყვარულ თხუნელას, ფრთხილ მელასა და ბრძენ ცხენს დაიმეგობრებს.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის:

​

​​

როგორ ცდილობენ პერსონაჟები უარყოფითი აზრებისა და გრძნობების დადებით/პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას?

​

​​

თქვენი აზრით, რას ნიშნავს და რას ემსახურება “საკუთარი თავის რადიკალური მიმღებლობა”?  როგორ ფიქრობთ ეს სწორი მიდგომაა, არასწორი თუ არცერთი?

​

​​

როგორ დაახასიათებდით და აღწერდით სათითაოდ ყველა პერსონაჟს? როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები: სიკეთე, მეგობრობა, სიმარტოვე, დაუცველობა, შიშის დაძლევა, თვითშეცნობა და სხვა.

თქვენ რა თემატიკას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?