ყველასთვის საყვარელი ისტორია, რომელიც ლამაზმანსა და ურჩხულს ეხება, ახალ ფილმში ცოცხლდება. ლამაზმანი და ურჩხული არის ისტორია ლამაზ და დამოუკიდებელ გოგონა ბელზე, რომელიც ურჩხულის ციხესიმაგრეში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბელი არის შეშინებული, ის ციხესიმაგრეში ახალ, ჯადოსნურ მეგობრებს იძენს და ახერხებს, რომ ურჩხულის უკან მომხიბლავი პრინცი დაინახოს.
საინტერესო ინფორმაცია:
ეს მუსიკალური ფილმი ვითარდება ზღაპრულ და რომანტიულ გარემოში, რომელიც 1991 წლის ანიმაციურ ვერსიას მიყვება, მაგრამ ანიმაციისგან განსხვავებით, ფილმში ასახული სცენები უფრო ძლიერია. ფილმი მრავალფეროვანია, ამიტომ ყველაზე ახალგაზრდა მაყურებლისთვის ის შეიძლება რთულად აღსაქმელი აღმოჩნდეს.
როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და კეთილი ბელი თავისი ქცევებისთვის ჯილდოვდება, ხოლო ბოროტი გასტონი ისჯება. ფილმი ხაზს უსვამს სტერეოტიპებისა და წინასწარი განწყობების საფუძველზე ჩამოყალიბებული შეფასებების მნიშვნელობას - არავის არ სჯერა ბელის, როდესაც ის ამბობს, რომ ურჩხული ბოროტი არაა, პირიქით, მის დასამარცხებლად ცეცხლითა და ხანჯლებით სოფლის მაცხოვრებლები მიდიან..
ფილმში ასევე, ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია თავად ურჩხული, რომელიც საკუთარი ეგოიზმის გამო დაისაჯა, თუმცა საბოლოოდ მას ბელი უყვარდება და ეს სიყვარული ეხმარება წყევლისგან გათავისუფლებაში.
კითხვები დისკუსიისთვის:
პრინცი წყევლის მოსახსნელად, უნდა შეუყვარდეს ვინმეს ურჩხულის სახით. თქვენი აზრით, გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობაში? თქვენ შეგიყვარდებოდათ „ურჩხულის“ გარეგნობის ადამიანი?
ბელს აქვს არჩევანი ცოლად გაყვეს სიმპათიურ და მდიდარ გასტონს, მაგრამ ის მას უარს ეუბნება. თქვენი აზრით, რატომ? თქვენ რას იზამდით?
სოფლის მაცხოვრებლები შიშს გრძნობენ მას შემდეგ, რაც გაიგებენ, რომ ახლოს ურჩხული ცხოვრობს. თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ სოფლის მაცხოვრებლებს ურჩხულის? რატომ არ უჯერებენ ბელს, როდესაც ის ამბობს, რომ ურჩხული არ არის ბოროტი?
კიდევ რომელი ფილმები გახსენდებათ, სადაც ურჩხულისა და ლამაზმანის ისტორიაა მოყვანილი?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმში მოცემულია კარგი, მისაბაძი მაგალითი ბელის სახით და გვაძლევს ფანტაზიის გამდიდრების საშუალებას.