ადამსების ოჯახი
Media Key
07 ივლ. 2022
9-11
4-8

ადამსების ოჯახი კვლავ ბრუნდება დიდ ეკრანებზე იმისთვის, რომ ოჯახებს შესთავაზოს მხიარული თავგადასავალი ჰელოუინისთვის. ფილმი მოგვითხრობს ადამსების ოჯახის შესახებ.

ადამსების ოჯახი არის უცნაური და არასტანდარტული, რომელმაც შესაძლებელია გააოცოს ნებისმიერი.

 

საინტერესო ინფორმაცია:

ჩარლზ ადამსის მიერ შექმნილი ადამსების ოჯახი, რომელიც ცნობილია ანიმაციებიდან, სერიალებიდან და ფილმებიდან, კვლავ განაგრძნობს დიდ ეკრანებზე გამოსვლას.

ფილმში წინ არის წამოწეული განსხვავებულობის მნიშვნელობა, არამხოლოდ თავად ადამსების ოჯახის სხვებისგან განსხვავებულობა, არამედ ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ განსხვავდებიან თავად ოჯახის წევრები ერთმანეთისგან. ნებისმიერ ადამიანს მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და ხშირად ჩვენ გვიჭირს მათი შეთავსება ოჯახის მოლოდინებთან, თუმცა ურთიერთობა წარმატებულია მაშინ, როდესაც ყველა გვიღებს ისეთად, როგორიც ვართ.

ფილმი შესაძლებელია ახალგაზრდა მაყურებლისთვის აღმოჩნდეს საშიში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამსების ოჯახი არის ჩვენთვის ნაცნობი, ანიმაციაში მოცემულია შავი იუმორი, საშინელებათა კადრები, თუმცა რეალურად არავინ შავდება. ფილმის ყურებამდე მშობლებს შეუძლიათ აჩვენონ შვილს თრეილერი და ჰკითხონ თუ რამდენად საშიშად მიაჩნიათ ბავშვებს ფილმში ასახული სიუჟეტი, შესაბამისად, ახალგაზრდა მაყურებლისთვის აღარ იქნება მოულოდნელი სიკვდილზე ხუმრობა და ურჩხულები.

კითხვები დისკუსიისთვის:

როგორ ფიქრობთ, რატომ იყო მაზურკა ასე მნიშვნელოვანი გომესისთვის და რატომ არ იყო ის პუგსლისთვის? როგორ მოგვარდა სიტუაცია?

თქვენ რა ტრადიციები გაქვთ ოჯახში?

რატომ არ სურდა მორტიციას ბავშვების სახლიდან გასვლა და რატომ სურდა ოთხშაბათს ისევ ჩვეულებრივ სკოლაში წასვლა? რომელი იყო მართალი, რატომ?

რა გავლენა იქონია ვებგვერდმა ადამსების შესახებ ხალხის აზრზე?

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ონლაინ სამეზობლო "ნაგვის რადიოს"?

როგორ ფიქრობთ, როგორია ფილმში იუმორი და რით განსხვავდება ის სხვა ფილმების იუმორისგან, რომლებიც თქვენ ნახეთ?

თქვენი აზრით რატომ აქვთ ზოგიერთებს განსხვავებული დამოკიდებულება ადამსების ოჯახის მიმართ?

თქვენ თუ მოქცეულხართ ვინმეს განსხვავებულად იმის გამო, რომ ის თქვენნაირი არ არის?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და იუმორისტული. მასში მოცემული ინტერტექსტუალური სახის შინაარსის გზავნილები და ახალგაზრდებს ასწავლის განსხვავებულობის პატივისცემას.