ავტორიზაცია
ადამიანი ობობა: სახლიდან შორს
Media Key
07 ივლ. 2022
12-14

ფილმი ადამიანი ობობა: სახლიდან შორს, მოგვითხრობს პიტერ პარკერისა და მისი მეგობრების კიდევ ერთ თავგადასავალს. პიტერ პარკერი და მისი მეგობრები ზაფხულში ევროპაში მიდიან სამოგზაუროდ.

თუმცა, დასვენებას ნაკლებად ახერხებენ - პიტერს მოუწეს ნიკ ფიურის დაეხმაროს, რათა ფარდა ახადოს რაღაც არსებების საიდუმლოებას, რომლებიც სტიქიურ უბედურებებსა და ნგრევას იწვევენ მთელი კონტინენტის მასშტაბით.

ბოლო თამაშის მოვლენების შემდეგ, ადამიანი ობობა ახალი საფრთხის წინაშე დგას სამყაროში, რომელიც აღარ არის იგივე.

საინტერესო ინფორმაცია:

სახელის მიუხედავად, ადამიანი ობობა: სახლიდან შორს, არ არის ადამიანის ობობას წინა ფილმის გაგრძელება, არამედ ის აგრძელებს ისტორიას ფილმიდან - შურისმაძიებლები. ფილმის დასაწყისში მეორდება Endgame-ის მოვლენები მეხსიერების გასაახლებლად.

ფილმის დასასრული სევდიანია - პიტერ პარკერმა დაკარგა მენტორი და დააკლდა ზრდასრული ადამიანი, რომელსაც თავის გრძნობებს გაუზიარებდა. თინეიჯერი პიტერი აბალანსებს თავის სუპერ გმირულ ცხოვრებასა და ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭის ცხოვრებას. მან უნდა აიღოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რათა გაუძღვეს სუპერ გმირებს, რომლებმაც სამყარო უნდა გადაარჩინონ.

კითხვები დისკუსიისთვის:

ტომ ჰოლანდის მიერ წარმოდგენილი პიტერ პარკერი არის 16 წლის სკოლის მოსწავლე, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს გადარჩენას. რა ემოციებს განიცდის ის ფილმის განმავლობაში? როგორ უმკლავდება ის მწუხარებას?

თქვენი აზრით, რამდენად რთულია პიტერ პარკერისთვის დააბალანსოს ჩვეულებრივი თინეიჯერისა და სუპერ გმირის როლები?

რატომ ენდობა და ეყრდნობა პიტერი მისტერიონს?

რატომ დაუტოვა ტონი სტარკმა ედიტის სათვალეები მემკვიდრეობად?

როგორ ფიქრობთ პიტერი სწორად იქცევა, როდესაც ის სათვალეს იყენებს სხვისი პოსტების გასატეხად? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ქცევას?

როგორ ფიქრობთ, რა იყო მისტერიონის მოქმედების მოტივი?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი და იუმოსრისტული. მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები, წარმატების გამოცდილება და ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები.