ადამიანი ობობა 2
Media Key
06 იან. 2023
12-14
15-18

ადამიანი ობობა 2 აგრძელებს პიტერ პარკერის ცხოვრების ისტორიას. პიტერი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც ის გაიცნობს დოქტორ ოტო ოქტავიუსს, რომელიც ახალ მეცნიერულ აღმოჩენაზე მუშაობს. სამწუხაროდ, მეცნიერის ექსპერიმენტი წარუმატებლად ჩაივლის და ოქტავიუსის გონების კონტროლს საცეცები დაიწყებენ, რის შედეგადაც ის ბოროტ კიბერგად გარდაიქმნება.

 

საინტერესო ინფორმაცია:

ადამიანი ობობა 2-ში მოცემულია არა ერთი ძალადობრივი სცენა, რომელიც შესაძლებელია ახალგაზრდა მაყურებლისთვის იყოს საშიში. ფილმში ზოგიერთი ძალადობრივი ქმედების შედეგი კომიკური სახით არის წარმოდგენელი. ძალადობრივ სცენებს ძირითადად ახორციელებენ მამაკაცი პერსონაჟები, ხოლო ქალი პერსონაჟები, დეიდა მეისა და მერი ჯეინის სახით, არის წარმოდგენილნი მსხვეპლის როლში.

ფილმი მთავარი გზავნილია, რომ სიკეთე ბოროტებას ყოველთვის ძლევს, ასევე ის გვასწავლის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა უანგარობა, თანაგრძნობა, მეგობრობა და სიყვარული. სიუჟეტი აქცენტს აკეთებს იმ გზებზე, რომლითაც პიტერი ცდილობს იპოვოს ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის პასუხისმგებლობას შორის.

მშობლებმა შესაძლებელია ბავშვთან საუბრისას ხაზი გაუსვან, რომ ძალადობა არ არის კონფლიქტის მოგვარების გზა და ისაუბრონ გენდერულ როლებსა და თანასწორობაზე.

კითხვები დისკუსიისთვის:

A picture containing text

Description automatically generated

თქვენი აზრით, რატომ უჭირს პიტერს იყოს უნივერსიტეტის სტუდენტიც და სუპერგმირიც?

A picture containing text

Description automatically generated

თქვენი აზრით პიტერი კარგი მეგობარია? და ჰარი?

A picture containing text

Description automatically generated

რატომ მალავს პიტერი, რომ ის ადამიანი ობობაა?

A picture containing text

Description automatically generated

რატომ ვერ მიხვდა დოქტორი ოქტავიუსი, რომ ის შეიძლება საცეცებს გაეკონტროლებინათ?

A picture containing text

Description automatically generated

რას ფიქრობთ, ძალადობა კარგი გამოსავალია კონფლიქტის მოსაგვარებლად? რა გზა იქნებოდა უკეთესი?

A picture containing text

Description automatically generated

თქვენი აზრით, რატომ არიან დეიდა მეი და მერი ჯეინი წარმოდგენილები მსხვერპლის როლში?

A picture containing text

Description automatically generated

როგორ შეაფასებდით დოქტორ ოტო ოქტავიუსის ქცევას ფილმის დასასრულს?

A picture containing text

Description automatically generated

თქვენ, რომ იყოთ ფილმის რეჟისორი რას შეცვლიდით?

რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

ფილმი არის დამაფიქრებელი, ამდიდრებს წარმოსახვას და გვთავაზობს კარგ მისაბაძ მაგალითებს.