

ბენი, მელს ხელს თხოვს მთელი სამეფოს წინაშე, რაც ყველას გაუხარდება ბენის ყოფილი შეყვარებულის, მძინარე მზეთუნახავის შვილის, ოდრის, გარდა. ოდრი განაწყენებულია და გაბრაზებული, ამიტომაც გადაწყვეტს მალიფისენტას ჯადოსნურ კვერთხს დაეპატრონოს, რის შემდეგაც მთელ სამეფოს გაყინავს.
საინტერესო ინფორმაცია:
შთამომავლები 3 არის ტრილოგიის ბოლო ფილმი უამრავი სიმღერითა და ცეკვით. თუმცა, ტრილოგიის მესამე ნაწილი ბევრად უფრო საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა მაყურებლისთვის, ვიდრე პირველი ორი ფილმი. მაგალითად, მესამე ფილმში ვიგებთ, ჰადესმა, ყოფილი ღმერთი, რომელიც სულებს იპარავს, მიატოვა მელი, როდესაც ის პატარა იყო.
მთავარი გზავნილები ამ ფილმიდან არის ის, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და რომ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს კარგი და ცუდი, მიუხედავად მათი წარმოშობისა. ის გვასწავლის ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა პატიება, გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა, გამოსყიდვა, მეორე შანსები, ხიდების აგება და ბარიერების ნგრევა, ტოლერანტობა და განსხვავებულობის მიღება.
კითხვები დისკუსიისთვის:
ოდრი მთელი ცხოვრება კარგი ადამიანი იყო და გრძნობს, რომ არ მიუღია ჯილდო. ამის ნაცვლად, ის გადაწყვეტს იყოს ცუდი ადამიანი. როგორ უნდა მოქცეულიყო ოდრი?
თქვენ განგიცდიათ უსამართლობა? როგორ მოქცეულხართ ესეთ სიტუაციაში?
რა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას?
თქვენი აზრით, რა იგრძნო მელმა, როდესაც ჰადესთან მივიდა დახმარების სათხოვნელად?
რატომ მალავდა მელი, რომ ჰადესი მისი მამა იყო?
როგორ შეაფასებდით ჰადესის ქცევას ფილმის ბოლოს?
სწორად მოიქცნენ მელი და ბენი, კუნძულის ყველა მცხოვრები, რომ გამოუშვეს?
თქვენ, რომ ყოფილიყავით მელისა ან უმას ადგილას, როგორ მოიქცეოდით?
რა დადებით შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
ფილმი არის დამაფიქრებელი, ამდიდრებს წარმოსახვას და გვთავაზობს კარგ მისაბაძ მაგალითებს. გვასწავლის სიკეთესა, ბოროტებას და გენდერულ თანასწორობას.