სოციალური დილემა (2020)
Media Key
07 აპრ. 2026
15-18

მოკლე სიუჟეტი

 

დოკუმენტური დრამა, რომელიც მოგვითხრობს სოციალური ქსელების საშიშ ადამიანურ გავლენაზე. ფილმში მონაწილეობენ Google-ის, Facebook-ისა და Twitter-ის ტექნოლოგიური დარგის ექსპერტები, რომლებიც საკუთარი ქმნილებების შესახებ აფრთხილებენ მაყურებლებსა და მომხმარებლებს. ფილმი ხაზს უსვამს, თუ როგორ ზრდიან მოგებაზე ორიენტირებული ალგორითმები ჩართულობას ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური სტაბილურობისა და სიმართლის ხარჯზე.

 

 

კითხვები დისკუსიისთვის

თუ პროდუქტისთვის არ იხდი, ესე იგი, თავად ხარ პროდუქტი.” როგორ ახსნიდით ამ დებულებას?

ალგორითმებს ქმნიან კონკრეტული ჯგუფები, კონკრეტული მიზნებით. თქვენი აზრით, როგორ ქმნიან ეს სისტემები ეგრედწოდებულექოკამერებსდა ავრცელებენ დეზინფორმაციას, რის შედეგადაც გავლენას ახდენენ ადამიანების სიმართლის აღქმის უნარზე?

ფილმის გამომდინარე, შეიტანდით თუ არა ცვლილებებს თქვენს ციფრულ ჩვევებში (მაგ. შეტყობინებების გამორთვა, გამოყენების შემცირება და .)? თქვენი აზრით, რეალისტური ან აუცილებელია სოციალური მედიის მთლიანად წაშლა, თუ არის შესაძლებელი მასთან თანაარსებობა?

ფილმში განხილული საგულისხმო თემები

 

დეზინფორმაცია, პოლარიზაცია, მენტალური ჯანმრთელობა, ტექნოლოგიური დამოკიდებულება და მანიპულაცია, ალგორითმული პოლარიზაცია და სხვა.

 

თქვენ რა თემას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?