გაყინული 2
Media Key
19 აპრ. 2022
უნივერსალური

რატომ მოიპოვა ელზამ ჯადოსნური ძალა დაბადებისთანავე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი მას არ ასვენებს. ანასთან, კრისტოფთან, ოლაფთან და სვენთან ერთად ის იწყებს სახიფათო, მაგრამ მნიშვნელოვან მოგზაურობას.

ფილმში Frozen - ელზას ეშინოდა, რომ მისი ძალები ძალიან მასშტაბური იქნებოდა მსოფლიოსთვის.

 საინტერესო ინფორმაცია:

Frozen 2 არის 2013 წლის ანიმაციის მეორე ნაწილი. ფილმში ხაზგასმულია ისეთი თემები, როგორიცაა დებს შორის ურთიერთობა, ერთგულება და დამოუკიდებლობა. ნაცნობი პერსონაჟების მეშვეობით, ასევე, შეიძლება ჩავუღრმავდეთ კოლონიალიზმს, მის პირქუშ მემკვიდრეობასა და პატივისცემას ძირძველი ხალხის მიმართ. ფილმში ასახულია ხალხის რეაქცია ცვლილებებსა და სიახლეზე, მათი მიუღებლობა. ასევე, აქცენტი კეთდება სიყვარულსა და შერიგების მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება თოვლის კაც ოლაფს, ის გამოხატავს მომწიფებასა და ზრდასრულობას. ფილმის მთავარი თემა შეჯამებულია პასუხში - „შიშის ნდობა არ შეიძლება“. ერებს შორის კონფლიქტი ემყარება შიშსა და დესტრუქციულ ცრურწმენას. სიმშვიდეში ცხოვრება მოითხოვს გამბედაობას, სიმართლთვის თვალის გასწორებასა და უსამართლობის აღიარებას, ხოლო პოჰჯას ხალხის ცხოვრების წესი, გვახსენებს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების მნიშვნელობას.

ფილმი სავსე მოქმედებებით და არის სათავგადასავლო.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

რატომ უნდა გაეგო ელზას სიმართლე წარსულის შესახებ?

რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ ვინ არის და საიდან მოდის ის?

რატომ არის შიშები და ცრურწმენები საზიანო?

რა გრძნობები განიცადეს ფილმის გმირებმა? თუ იყო კონკრეტულად რომელიმე სცენა შენთვის ემოციური და რატომ?

რა ისწავლეს დებმა ერთმანეთისგან და საკუთარი თავის შესახებ, ფილმის განმავლობაში? რაც შეეხება ოლაფს, რას ნიშნავს გაიზარდო?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი, თავისი იუმორისტილი ელფერით, ახალგაზრდა მაყურებელს სხვადასხვა საკითხზე დააფიქრებს. ის გვასწავლის მრავალფეროვნების პატივისცემასა და დადებითი ურთიერთობების მნიშვნელობას.