გრძელი ნათელი დღეები
Media Key
19 აპრ. 2022
15-18

ფილმი ეხება ორი თინეიჯერი გოგონას მეგობრობის ისტორიას. სიუჟეტი 1990-იანი წლების საქართველოს მძიმე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ვითარდება.

უსამართლობისა და ძალადობის კვალდაკვალ, ისინი ცდილობენ საკუთარი თავის გადარჩენასა და ერთმანეთის დახმარებას.

 

საინტერესო ინფორმაცია:

საბჭოთა ეპოქის დასრულებისას, დამოუკიდებლობის მოპოვება ქვეყანამ მძიმედ გადაიტანა. საქართველო თვითგამორკვევას, თვითიდენტიფიკაციას, დამოუკიდებლობის  გააზრებასმძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე ცდილობდა.

ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ვითარდება. რეჟისორი და სცენარის ავტორი ნანა ექვთიმიშვილი გრძელ ნათელ დღეებშიავტობიოგრაფიულ პასაჟებს ასახავსფილმში მისი ბავშვობის პერიოდის რეალური ისტორიები და მოვლენებია მოთხრობილი.

გრძელი ნათელი დღეების" მსოფლიო პრემიერა 2013 წელს, ბერლინის 63- კინოფესტივალზე შედგა და საავტორო კინოს საერთაშორისო ასიციაციის პრიზით აღინიშნა. იმავე წელს  საქართველომგრძელი ნათელი დღეებიოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარადგინა.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს, ბერლინის კინოფესტივალზე, ქართული კინო ახალი ტალღა უწოდეს, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მა კი  ქართული კინემატოგრაფის ხელახლა აღორძინების ნიმუში.

კითხვები დისკუსიისთვის:

  

რა ფორმით და გზებით აქვს რეჟისორს ასახული ფილმში ქვეყანაში არსებული 1990-იანი წლების საქართველოს მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ფონი?

„გრძელ ნათელ დღეებში“ 1990-იანი წლების თბილისია ასახული. რამდენად შეგვიძლია ფილმში ასახული მოვლენები, ზოგადად, ქვეყნის იმდროინდელ ვითარებასთან გავაიგივოთ?

ძალადობა, შიში, უსამართლობის დაუსრულებელი ჯაჭვი ყველა ინსტიტუციაში დომინირებს, იქნება ეს ოჯახი, სკოლა - საკლასო ოთახი, პურის რიგი თუ ქუჩა, სივრცე, რომელიც 1990-იანი წლების საქართველოში, თბილისში  სოციალიზაციის უპირობო ალტერნატივას წარმოადგენდა. სად და რა ფორმით იმკვიდრებენ ახალგაზრდები თავს ზემოთ ჩამოთვლილ ინსტიტუციებში?

ნათია, ლოთი და მოძალადე მამის, დაჩაგრული დედის, უმცროსი ძმის და ბებიის რთულ გარემოცვაში ცხოვრობს მაშინ, როცა ეკა, უფროს დასთან და მარტო დარჩენილ დედასთან „ჩუმ კონფლიქტშია“. რამდენად შეგვიძლია ჩავთვალოთ მათი მეგობრობა  თვითგადარჩენის საშუალებად?

ეკას და კოპლას დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მცირეწლოვანი ბიჭი ეკას მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ნათია ეკას იარაღს აძლევს აგრესორისგან თავის დასაცავად, ეკა მეგობრის ამ „საჩუქარს“ ისევ „მტრის" დასაცავად იყენებს. თქვენი აზრით, რატომ იქცევა გოგონა ასე?

რამდენად ჩანს ფილმის სიუჟეტში კოპლას და ეკას ფარული დაპისპირების რეალური მიზეზი?

თინეიჯერი გოგონა - ნათია, იმ ადამიანის ცოლი ხდება, რომელიც არ უყვარს და შეიძლება ითქვას, კარგად არც იცნობს. მიუხედავად ამისა, მშობლები ქორწილს იხდიან, სადაც ყველა ბედნიერია, ეკას გარდა. რისი გამომხატველია მეგობრის ქორწილში ეკას მიერ შესრულებული ცეკვა?

თქვენ როგორ მოიქცეოდით, ნათიას ან ეკას ადგილას, რომ აღმოჩელიყავით?

შეცვლილია თუ არა დღეს ნორმები და რეალობა, რომელიც ფილმშია მოცემული?

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი დააფიქრებს მოზარდებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასწავლის სხვების პატივისცემას. მასში მოცემულია კარგი მისაბაძი მაგალითები და ოჯახური ურთიერთობების კონტექსტი.