ალადინი
Media Key
19 აპრ. 2022
4-8
9-11

ალადინში მთავარ როლებში გვევლინებიან ქარიზმატული „ქუჩის ვირთხა“ ალადინი, მამაცი პრინცესა ჟასმინი და ჯინი, რომელსაც შეუძლია გააღოს კარი მომავლისთვის.

რეჟისორია გაი რიჩი, რომელსაც ზღაპრულ საპორტო ქალაქ აგრაბას ხეივნებში შემოაქვს მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.

ავტორები არის ჯონ ავგუსტი და გაი რიჩი. ფილმი დაფუძნებულია ალადინის დისნეისეულ ანიმაციაზე, სადაც გამბედავი პრიცესა ჟასმინი გამოიქცევა სასახლიდან, რათა გაეცნოს აგრაბას, თუმცა მან არ იცის, რომ თუ ეცდება პურით გაუმასპინძლდეს მშიერ ბავშვებს, ამისთვის ფულის გადახდა მოუწევს. ალადინი დაეხმარება მას გაქცევაში, წარუდგენს მის საყვარელ მაიმუნ აბუს და მიიყვანს თავის საცხოვრებელ ადგილას.

პრინცესა ბრუნდება სასახლეში, თუმცა მას უეცრად პრინცი ალიაბაბუა ეწვევა ხელის სათხოვნელად.

საინტერესო ინფორმაცია:

1992 წელს გამოსული დისნეის ანიმაციური ფილმი Aladdin, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი. ალადინის ორიგინალი ისტორია შეგიძლიათ იხილოთ მე-14 საუკუნის ახლო აღმოსავლეთის, ხალხური ზღაპრების ცნობილი კრებულის, „ათას ერთი ღამე“, ისტორიებში. დისნეის ვერსია აცოცხლებს ორიგინალი ანიმაციური ფილმის ზღაპრულ ისტორიას რეალურ მსახიობებთან ერთად და არ ივიწყებს მუსიკალურ ნომრებსაც.

ფილმი მოგვითხრობს ქუჩებში მცხოვრები ობლის ისტორიას, რომლის ცხოვრებაშიც შემთხვევით ზღაპრული სიმდიდრე და სიყვარული შემოდის. ახალი ალადინი ძალიან გავს ანიმაციურ ფილმს, რაც ფილმის გაგებას აადვილებს ყველასთვის, ვინც ეს ისტორია იცის. ფილმი მშვიდი ტემპით მიმდინარეობს. ფილმში ვხვდებით ორიგინალი ფილმიდან ნაცნობ პერსონაჟებს - კეთილი გულის შინაური ცხოველი მაიმუნი აბუ და ბოროტი თუთიყუში იაგო.

ფილმის ახალ ვერსიაში უფრო მეტი საფრთხის განცდა იგრძნობა, ამიტომ იგი არ არის შესაფერისი ყველა ასაკის მაყურებლისთვის. მაგალითად, ალადინის ვიზიტი ჯადოსნურ გამოქვაბულში საკმაოდ ინტენსიური სცენებითაა დატვირთული, რამაც შესაძლებელია ახალგაზრდა მაყურებელი შეაშინოს.

ფილმში „ალადინი“ ხაზგასმულია ისეთი პოზიტიური მესიჯები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, წარმომავლობის უგულებელყოფა, თავისუფლების ფასი, ბოროტების შედეგები, ზოგიერთი ტრადიციის უგულებელყოფის აუცილებლობა, სიყვარული და ერთგულება. ფილმი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადამიანმა უნდა დააფასოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და არავის გამო არ უნდა ეცადოს საკუთარი თავის შეცვლას.

კითხვები დისკუსიისთვის:

როგორ ეხება ფილმი უთანასწორობას, მაგალითად, ალადინის პერსონაჟის მეშვეობით?

თქვენი აზრით, არის შემთხვევები, როდესაც ქურდობა გამართლებულია?

რას ამბობს ფილმი პრინცესა ჟასმინის ცხოვრებაზე?

რატომ სურს ალადინს პრინცი გახდეს? რა გამოწვევებს უქმნის ალადინს პრინცად ყოფნა?

რის სწავლებას ცდილობს ჯინი ალადინისთვის ცხოვრების შესახებ? რას ამბობს ის, მაგალითად, ძალაუფლებასა და სიხარბეზე, სიმართლესა და პატიოსნებაზე?

რატომ უნდა ჯინს იყოს თავისუფალი ადამიანი?

როგორ ეხება ფილმი მამრობითი და მდედრობითი სქესის გმირებს, მაგალითად, ალადინისა და ჟასმინის მეშვეობით? რისი გაკეთება შეუძლიათ ფილმში მონაწილე მამაკაცებს და როგორია ფილმში ქალების პოზიცია? რა ფორმით ცდილობს ფილმი გენდერული ნორმების დარღვევას?

 

რა დადებით შინაარსზე არის გამახვილებული ყურადღება:

ფილმი არის იუმორისტული და მუსიკალური. მასში მოცემულია წარმატების მაგალითები, მეგობრობა, დიდსულოვნება და მაყურებელს ასწავლის კლასთაშორის განსხვავებულობის უარყოფას.