მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ვროკომისიის მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამა eTwinningplus, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ პროგრამის პორტალით www.etwinning.net
უფასოდ სარგებლობა, კომუნიკაცია ევროპის 44 ქვეყნიდან კოლეგებთან, პროექტების დაგეგმვა და წვდომა მრავალ საჭირო საგანმანათლებლო რესურსზე.
2021 წელს eTwinning-ის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციაა.“ მთელი წლის განმავლობაში, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზე დაგეგმილი მრავალი აქტივობის საშუალებით eTwinning-ი შეეცდება ხელი შეუწყობს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დეზინფორმაციასთან გამკლავებას. eTwinning ხელს უწყობს მედიაწიგნიერების დამკვიდრებას 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო ყურადღების გამახვილება ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციაზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ყოველდღიურ საქმიანობაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრულ მოქალაქეობაზე, რაც მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლობის გაზრდას ციფრული სამყაროში.
პროგრამის ფარგლებში თემის მხარდასაჭერად მომზადდა ტრენინგ-მოდული: “მედიაწიგნიერება მასწავლებლისთვის” -12 საათი. მოდულით გადამზადდებიან პროგრამაში რეგისტრირებული მასწავლებლები. მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიაზრებენ:
- სასწავლო დისციპლინებში მედიაწიგნიერების და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმართულებებს
- მედიაწიგნიერების და სტანდარტის ურთიერთმიმართებას
- მედიაგზავნილების ანალიზის მეთოდოლოგიას
- გზავნილებით გაჯერებულ გარემოს მახასიათებლებს
- მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების მნიშვნელობას სწავლა-სწავლების დროს
- ინფორმაციული განათლების, მედიწიგნიერების მთავარ პრინციპებს
პროგრამის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ანიმაციური ვიდეო რგოლების მომზადება მედიაწიგნიერების თემაზე. უკვე მომზადდა სამი ანიმაცია.
პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობა” დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების გაცნობასა და გააზრებაში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=sLc0q--f4qs&feature=emb_logo
მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება – კრიტიკული აზროვნებისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=r7Xm4Ddebvw
მესამე ანიმაცია “მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.
https://www.youtube.com/watch?v=iJk3uW-msqU&t=1s
მასწავლებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე რესურსები, პროექტების კომპლექტები და სახელმძღვანელოები. ქართულად ითარგმნა სახელმძღვანელო: „მასწავლებლის გზამკვლევი მედიაწიგნიერებაში“, სინდი შაიბი, ფეით როგოვი, 2019. აღნიშნული სახელმძღვანელო გაეგზავნებათ პროგრამის მონაწილე პედაგოგებს.
eTwinning-ის მთავარ სამუშაო სივრცეში, პორტალზე ყოველდღიურად იგეგმება წლის მთავარი თემის მხარდამჭერი აქტივობები, ასევე, ევროპის მასშტაბით ონლაინ ფორმატში დაგეგმილია სემინარები, კონფერენციები, პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებები. აღნიშნულ აქტივობებში ქართველ მასწავლებელბსაც ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყობს eTwinning-ის პორტალზე www.etwinning.net განთავსებული სტატიებისა და პროექტების ქართულად თარგმნას, რათა პედაგოგებს წვდომა ჰქონდეთ განახლებულ ინფორმაციაზე.
მეტი ამ კატეგორიიდან
ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის პუბლიკაცია - ComCom-ის პროექტები, როგორც მედიაწიგნიერების განვითარების წარმატებული მაგალითები
142 დღის წინ
2023 წლისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამურად 26 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა
169 დღის წინ
ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
893 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ ევროპულ სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაუტარა
1074 დღის წინ