მედიაწიგნიერების 5 კომპეტენცია: წვდომა
13 ივნ. 2024
1430 ნახვა
მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც თანამედროვე მედიაგარემოში უსაფრთხო ნავიგაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ძირითადი კომპეტენციის ერთობლიობა, ესენია: (1) წვდომა, (2) ანალიზი, (3) შეფასება, (4) შექმნა და (5) მოქმედება. ამ კონტექსტში, წვდომა განსაზღვრავს, თუ როგორ, როდის, სად და რამდენად ხშირად მოიხმარენ ადამიანები სხვადასხვა ინსტრუმენტს, ტექნოლოგიასა და ციფრულ უნარს ინფორმაციის მოსაპოვებლად.
რას გულისხმობს წვდომა?
- - ცოდნას, თუ როგორ მუშაობს მედია, ტექნოლოგიები და ინტერნეტი;
- - ცოდნას, თუ როგორ ვიპოვოთ ინფორმაცია და გამოვიყენოთ მედია;
- - ცოდნას, თუ რა რესურსია ხელმისაწვდომი ონლაინ სივრცეში;
- - ის, თუ როგორ ახერხებენ მომხმარებლები ინფორმაციაზე წვდომას შესაძლოა განსაღვრავდეს, თუ რა ინფორმაციას იღებენ ისინი;
- - ნებისმიერ ინფორმაციასთან და შეხედულებასთან წვდომას ცენზურის გარეშე, ვინაიდან მომხმარებლებმა მედიასთან დაკავშირებული დასკვნები საკუთარ შეფასებაზე, გამოცდილებებზე, ფასეულობებსა და რწმენებზე დაყრდნობით უნდა გააკეთონ;
- - საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით;
- - მედიაწიგნიერების განათლებასთან წვდომას.
რატომაა მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომა?
- - ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა ან მისი არარსებობა შესაძლოა აისახოს საზოგადოებრივ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობაზე, ისევე, როგორც განათლებისა და დასაქმებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების ნაკლებობაზე;
- - ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა ან წვდომის არქონა აისახება ადამიანის შესაძლებლობაზე, იყოს მედიაშემქმნელი და გააგონოს საკუთარი ხმა საზოგადოებას;
- - ინფორმაციაზე წვდომა ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობასა და ეკონომიკურ განვითარებას;
- - თუ მომხმარებლები კონკრეტულ პლატფორმებსა და სააგენტოებს ეყრდნობიან ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ისინი მხოლოდ ალგორითმულად მათზე მორგებულ ინფორმაციას ნახავენ. ხოლო, თუ მომხმარებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მიიღებენ, უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათთვის მრავალფეროვანი ინფორმაცია და შეხედულებები იქნება ხელმისაწვდომი.
ვინ არის რისკის ქვეშ?
- - იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციაზე წვდომა ხშირად პრობლემაა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, წვდომის შეზღუდვა არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს მედიაში მათი ხმის წარმოდგენასა და სოციალურ ინკლუზიაზე, მათ სამოქალაქო ჩართულობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
წვდომა წყარო: https://mlw.namle.org/about/theme/access/