კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაში, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. სემინარები მედიაწიგნიერების პროექტების “Happy Onlife”-სა და “ნამდვილი თუ მოგონილი?!”-ს ფარგლებში ჩატარდა, რისი მეშვეობითაც, მოზარდებმა ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია და მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა შეისწავლეს.
შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ანი გვეტაძე და ნინო მაჭავარიანი უძღვებოდნენ. “Happy Onlife”-ის სემინარს მე-3 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც თამაშით, ინტერნეტის სწორად და სარგებლიანად გამოყენება შეისწავლეს. უფროსკლასელებმა კი „ნამდვილი თუ მოგონილის“ ფარგლებში, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმებისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასთან ერთად, სემინარზე მიღებული ცოდნა IX, X და XI კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეხუთე წელია ზრუნავს.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა ზუგდიდში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 190 მოსწავლე გადაამზადა
709 დღის წინ
ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში სენაკსა და ლანჩხუთში 252 მოსწავლე ჩაერთო
714 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა
715 დღის წინ
ComCom-მა კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა
741 დღის წინ