მოზარდებთან „სექსტინგზე“ საუბარი
07 ივნ. 2022
1836 ნახვა

დავიწყოთ კარგი ინფორმაციით, დღეს საგრძნობლად შემცირებულია „სექსტინგი“, რაც სექსუალური შინაარსის მატარებელი ტექსტის, შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნას ნიშნავს. ამ ეტაპზე, ძირითად პრობლემად რჩება ახალგაზრდებს შორის სექსუალური მესიჯების და ფოტოების მესამე პირთან გაზიარება, რასაც შესაძლოა გამანადგურებელი შედეგი ჰქონდეს, როგორც ფოტოზე გამოსახული ადამიანისთვის, ასევე მისთვის ვინც ამას გაავრცელებს. ახალგაზრდების თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მიმღებმა სურათი ან ტექსტი გაუზიარა სხვებს მათი თანხმობის გარეშე.

ეს გზამკვლევი, დაეხმარება მშობლებსა და მეურვეებს ახალგაზრდებთან ამ სენსიტიურ თემაზე საუბარში და იმის ახსნაში, რომ „სექსტინგის“ გაზიარებას სეიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

საუბრის დაწყება

გაითვალისწინეთ, რომ ყველა არ გამოიყენებს სიტყვას "სექსტინგს" - ზოგი მათ უწოდებს "ნუდებს" ან „შიშველ სელფებს“.

უპირველეს ყოვლისა, დარწუნდით იმაში, რომ ახალგაზრდას გააზრებული აქვს, რომ არ შეიძლება გააზიაროს სხვისი გამოგზავნილი „ნუდის“ ფოტო.

ატომ არა? იმიტომ, რომ:

18 წლამდე პირის „სექსტის“ გაზიარება ან გადაგზავნა კანონდარღვევაა;

ასაკის მიუხედავად, ნებართვის გარეშე „სექსტის“ გაზიარება ან გადაგზავნა მორალურად არასწორია და კანონდარღვევაა;

„სექსტის“ გაზიარება ან გადაგზავნა ზიანს აყენებს ფოტოზე ასახული ადამიანის რეპუტაციას, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებ

მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ახალგაზრდებან სასაუბრო ენა, მათთვის უფრო მისაღებია, თუ ეტყვით, რომ რაღაც მორალურად არასწორია, ვიდრე თუ ეტყვით, რომ რაღაც სახიფათო ან უკანონოა. ბევრი ადამიანი, როგორც ახალგაზრდები ასევე უფროსები, ზოგჯერ ამართლებენ „სექსტის“ მესამე პირთან გადაგზავნას და არ თვლიან, რომ ეს საზიანოა. თუმცა ისინია ამას იმიტომ ამბობენ, რომ არ სურთ შეცდომის აღიარება და იგონებენ სხვადასხვა გასამართლებელ მიზეზს. მაგალითად, შესაძლოა თქვან, რომ იმიტომ გაავრცელეს ფოტო, რათა ჭკუა ესწავლებინათ მათვის ვინც აგზავნის ასეთ ფოტოებს, რათა ენახათ შედეგი და სამომავლოდ ამგვარად აღარ მოქცეულიყვნენ.  მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს არ დაუშვან ეს შეცდომა, არ გააზიარონ სხვისი ფოტოები და მიხვდნენ, თუ რამხელა ზიანის მიყეება შეუძლია ასეთ საქციელს.

ახალგაზრდები ამბობენ: - "ყველა აკეთებს ამას"

ერთ-ერთი უმარტივესი გამოსავალი იმის უარყოფაა, რომ გადაზიარებამ შესაძლოა ვინმე დააზარალოს, ან იყოს მნიშვნეოვანი. ზოგჯერ უარესი მაგალითის მოყვანით ცდილობენ საკუთარი დანაშაულის გადაფარვას.

"დიდი ამბავი..."

„21-ე საუკუნეში ყველა აგზავნის „სექსტს. არავის აინტერესებს გავრცელდება თუ არა ის“.

„სექსტის გაზიარება მიღებულია, თუ ადამიანმა, რომელმაც ის გამოგიგზავნა, შენი შეყვარებული არ არის“.

ასეთ განაცხადებს შეგიძლიათ შემდეგნაირად უპასუხოთ:

ყველა არ იღებს და არ აგზავნის „სექსტს“ (თექვსმეტი წლის მოზარდების მხოლოდ მეოთხედს აქვს გაგზავნილი ერთი „სექსტი“ მაინც) გარდა ამისა, გაგზავნა არ ნიშნავს იმას, რომ მისი გავრცელების სურვილი აქვთ.

ყოველ ჯერზე, როცა „სექსტს“ აგზავნით, ზიანს აყენებთ მის ავტორს. არ აქვს მნიშვნელობა პირველი ხარ თუ მეასე.

 "მადლობა უნდა გადამიხადო"

კიდევ ერთი გავრცელებული საბაბი არის იმის თქმა, რომ რაღაც ცუდი უნდა გაგეკეთებინა იმისთვის, რომ ამას დადებითი შედეგი მოყოლოდა. ეს შეიძლება ხანდახან გამართლებული იყოს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ამ ფრაზას თავის გასამართლებლად ვიყენებთ.

"საჭირო იყო ასე მოქცევა რადგან..."

თუ ვინმე მიღალატებს, გამართლებულია მათ მიერ გამოგზავნილი სექსტების “ შურისძიების მიზნით გაზიარება“.

„“სექსტების“ გავრცელება უბრალოდ ასწავლის ადამიანებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი გადაიღებენ და გააგზავნიან ასეთ ფოტოებს, ეს შესაძლოა ერთგვარი სასწავლებელი გაკვეთილიც იყოს“.

 „თუ ვინმეს გაუზიარებია სხვისისექსტები“, კარგია ასეთ ადამიანს შურისძიების მიზნით გაუვრცელოთ მათი სექსტები““

ასეთ განაცხადებს შეგიძლიათ შემდეგნაირად უპასუხოთ:

მტკივნეულია, როცა გღალატობენ, თუმცა სექსტის“ გადაგზავნით შეიძლება ამ ადამიანს მთელი ცხვრება დაუნგრიო.

არსებობს სხვა გზები, რათა ადამიანებს ავუხსნათ, რომსექსტების“ მიღება და გაგზავნა ცუდი აზრია. უკეთესი იქნება მათთან პირისპირ საუბარი.

ერთ შეცდომაზე მეორეს დამატებით პრობლემა არ გვარდება!

"მე მხოლოდ მესენჯერი ვარ"

ზოგჯერ, როცა რაღაცას ვაკეთებთ, რაც ვიცით, რომ არასწორია, ვცდილობთ ეს სხვას გადავაბრალოთ.  ხშირად ასე მაშინ ვიქცევით, როდესაც ვინმეს მიმართ სიმპათიით ვართ განწყობილი, ის კი იგივ გრძნობი არ გვპასუხობს.  

"ეს ჩემი ბრალი არ არის, რადგან..."

თუ ერთი მეგობარი მეორეს გაუზიარებს „სექსტს“ და შემდეგ ის გაავრცელებს. ეს ნამდვილად არ არის პირველი გამზიარებლის დანაშაული.“

ძნელია უარის თქმა, როცა შენი მეგობრები გთხოვენსექსტის“ ჩვენებას, რომელიც თქვენ მიიღეთ.

ბიჭს ვერ დაადანაშაულებსექსტის“ გადაგზავნაში. ისინი ხომ ყველა შემთხვევაში ასე მოიქცეოდნენ -ყველა ბიჭი ერთნაირია””

ასეთ განაცხადებს შეგიძლიათ შემდეგნაირად უპასუხოთ:

თუ პირველი მიმღები არავისთა გადააგზავნიდა „სექსტს“ სხვა ვერანაირად ვერ შეძლებდა გავრცელებას.

ყოველთვის მარტივი არ არის სწორად მოქცევა, თუმცა ყოველთვის უნდა ვეცადოთ ამას.  

მხოლოდ ის რომ ბიჭია არ ამართლებს მის ამორალურ საქციელს.

"პირველ რიგში, იმის ბრალია ვინც თავდაპირველად გადაიღო და გაგზავნა

ზოგჯერ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენი არასწორად მოვიქეცით და ვცდილობთ დავადანაშაულოთ ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

 „“სექსტის“ გაზიარება მათივე ბრალია, რადგან…“

თუ ისეთ ადამიანს გაუგზავნე „სექსტი“ ვისთანაც არ ხარ ურთიერთობაში, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ეს ამას გაავრცელებს.“

„“სექსტის“ გადაგზავნა არც ისე ცუდია, თუ მასში მყოფმა ადამიანმა ადრე უკვე გააზიარა მსგავსი შინაარსის მქონე მესიჯები“

ადამიანებს, რომლებიც აგზავნიანსექსტებს, არ ანაღვლებთ გავრცელდება თუ არა ის.“

"აბა რა ეგონათ, რა მოხდებოდა, თუსექსტს“ გააგზავნიდნენ?"

ასეთ განაცხადებს შეგიძლიათ შემდეგნაირად უპასუხოთ:

სექსტის გაგზავნა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც არ ხარ ურთიერთობაში შეიძლება კარგი აზრი არ იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ აძლებთ იმის უფლებას, რომ ეს „სექსტი“ გააზიარონ სხვებთან.

თუ რაიმე ცუდი ერთხელ უკვე მოხდა, მისმა გამეორებამ შესაძლოა კვლავ ზიანი მიაყენოს ადამიანს.

ნუ დაასკვნით, რომ იცით, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.

თუ ვინმემსექსტი“ გამოგიგზავნათ, ალბათ სანდო ადამაინებად გთვლიდნენ თქვენ კი, თქვენი საქციელით საპირისპიროს უმტკიცებთ.  

წყარო: https://mediasmarts.ca/teacher-resources/talking-youth-about-forwarding-sexts