ComCom-მა IX, X და XI კლასელებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცხრედ გამოაცხადა
11 აპრ. 2023
947 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

ComCom-მა, მედიააკადემიასთან ერთად, მედიაწიგნიერების კონკურსინამდვილი თუ მოგონილი?!” გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა 10 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია მიიღოს. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა ან ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი და ამასთან ერთად, დაადგინონ რეალური ფაქტები. კონკურსის ბოლოს, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციისა და სიმართლის აღმოჩენის გზა მათთვის სასურველი ფორმატით, რასაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს iPhone 14 Pro-, HP-ის ლეპტოპსა და iPad 10.2- გადასცემს.

კონკურსინამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, უკვე რვაჯერ, წარმატებით ჩატარდა.

კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის გაცნობა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, და მედიაწიგნიერების და კომისიის ფეისბუქ გვერდებზეა შესაძლებელი.

მედიაწიგნიერების კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!" მოსწავლეებისთვის დაიწყო!