ონლაინ რეპუტაციის „ჩეკლისტი“
25 ოქტ. 2021
2469 ნახვა

პოზიტიური კვალი

ინტერნეტი არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ გაუზიაროთ ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს საკუთარი თავის და თქვენი მიღწევების შესაებ. თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია თქვენი ონლაინ რეპუტაციის დაცვა და პოზიტიური კვალის დატოვება ონლაინ სივრცეში. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ბლოგი იმ საკითხებზე, რაც გაინტერესებთ, ან სხვებს  გაუზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ვებინარების და პოდკასტების, ან უბრალო ვიდეოების მეშვეობით.

მოძებნეთ თქვენი თავი

იცით რა ინფორმაციას მოიცავს ინტერნეტი თქვენს შესახებ? რეკომენდირებულია, რომ თქვენ სისტემატურად ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი საძიებო სისტემებში. თქვენ ზუსტად იცით ის კონტენტი, რასაც პირადად აქვეყნებთ საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ თქვენ არ იცით ის კონტენტი, რასაც სხვები აქვეყნებენ თქვენს შესახებ.

დააყენეთ გუგლის შეტყობინებების პარამეტრები ისე, რომ მიიღოთ ელექტრონული ფოსტა ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს შესახებ ინფორმაცია დაემატება გუგლის საძიებო შედეგებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ან შეზღუდოთ საძიებო სისტემების შედეგებიდან თქვენი ინსტაგრამის, ფეისბუქის ან სხვა სოციალური მედიის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.

შეამოწმეთ თქვენი პირადი მონაცემების პარამეტრები

დარწმუნდით, რომ იცით, თუ რა ინფორმაციას აზიარებთ თქვენს შესახებ სოციალურ ქსელებში. სოციალური ქსელების უმეტესობას გააჩნია პარაემეტრების მართვის მექანიზმი, რაც დაგეხმარებათ იმის მართვაში, თუ რა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი სხვებისთვის თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის მეშვეობით.

თუ გსურთ, რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის, მაშინ თქვენი პარამეტრები უნდა დააყენოთ საჯაროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენი პარამეტრები მართოთ ისე, რომ მხოლოდ ონლაინ მეგობრებს ექნებათ თქვენს გამოქვეყნებებზე წვდომა.

დაფიქრდით, სანამ გამოაქვეყნებთ

უნდა ამაყობდეთ იმ ინფორმაციით, რასაც ონლაინ აქვეყნებთ! თქვენი მეგობრის სასაცილო ფოტოს გამოქვეყნებამდე ინსტაგრამზე, დაუსვით კითხვა თქვენს თავს, რამდენად გესიამოვნებოდათ. მეგობარს რომ თქვენი მსგავსი ფოტო გამოექვეყნებინა? თუ ფიქრობთ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია რაღაც პერიოდის მერე გაქრება, (მაგალითად ფეისბუქ სთორებში გამოქვეყნებული ინფორმაცია) გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ინფორმაციას აქვეყნებთ ონლაინ, ეს შესაძლოა იქ სამუდამოდ დარჩეს!

გაუქმება და წაშლა

თუ აღარ იყენებთ სოციალური ქსელის ანგარიშს, მაშინ მისი წაშლა სწორი გადაწყვეტილებაა. ანგარიშის გაუქმება ნიშნავს, რომ თქვენ ისევ გექნებათ წვდომა კონტენტზე გარკვეული დროის განმავლობაში. მეორეს მხრივ, ანგარიშის წაშლა სრულად შლის ინფორმაციას ონლაინ სივრციდან.  გარკვეული დროის შემდეგ, ეს ინფორმაცია აღარ გამოვლინდება საძიებო სისტემების ძიების შედეგებში და არც სოციალურ ქსელში.

 

წყარო: Childnet International