რა არის დავითა?
უფრო სწორედ, ვინ არის დავითა?
დავითა 17 წლის დიდთავა ბიჭია, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით დახუნძლულ სამყაროში დახეტიალობს და ცდილობს, ტყუილი სიმართლეში არ აერიოს. ზოგადად პროექტის მიზანს კი კომპიუტერული თამაშისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით მედიაწიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.
დავითა ცდილობს დაგეხმაროს იმის, გაცნობიერებაში, რომ ინტერნეტ სივრცეში არსებული ყველა ინფორმაცია სიმართლე არ არის და ყველა ინფორმაციის დაჯერებასა და გავრცელებას შესაძლოა შესაბამისი შედეგი მოჰყვეს.
Როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.
მოთამაშის მიზანი დავითას დახმარებაა, რაც ტყუილების არ დაჯერებასა და სიმართლის ამოცნობას მოიცავს. სწორი გადაწყვეტილება ქულებით ჯილდოვდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი სიცოცხლეს დაკარგავთ (სულ სამი გაქვს).
ეს ერთადერთი თამაშია, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ჰიტლერს, სტალინს, კარლ მარქსს, დოქტორ ბოროტებასა და ტერმინატორს შეხვდები და გაოცებულიც დარჩები, თურმე რამდენი სისულელის მჯეროდაო.
დავითა ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის და კომპიუტერში თამაშის მოყვარულებისთვისაც.
დავითას ფეისბუქ გვერდიც აქვს, რომელზე განთავსებული კონტენტის უმეტესობა გასართობის გარდა, საინფორმაციო ხასიათსაც ატარებს და უამრავ საინტერესო დეტალს აერთიანებს.
მართალია, დავითა სახალისო თამაშია, თუმცა საქმე მხოლოდ გართობასა და დროის გაყვანაში როდია. შეგიძლია ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შეიტყო, გადააწყდე იმ მითებს, შენც რომ დაიჯერე და გამოიმუშავო უნარები, რომლებიც ფეიკ ნიუსების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ მოწინავე აღმომჩენად გაქცევს.
პროექტს საქართველოში ამერიკის საელჩოს მარადჭერით არსამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.